Ford's New Focus is the Best-Selling Passenger
Car in the World in the First Seven Months of 2012
1 სექტემბერი
...ჯერჯერობით, მხოლოდ პირველი შვიდი თვის
მონაცემებით. ამერიკული კომპანია იტყობინება, რომ შვიდ თვეში უკვე ნახევარ
მილიონზე მეტი ახალი „ფოკუსი“ აქვს გაყიდული. უფრო კონკრეტულად, 522 821 ცალი.
ანუ, თვეში 74 688 ცალი. აქედან 153 400 ცალი ევროპაშია გაყიდული. ამგვარად, გლობალურ
გაყიდვებში, „ფოლკუსმა“ უკან მოიტოვა ისეთი სერიოზული კონკურენტები, როგორებიცაა „ტოიოტა
კოროლა“ და „ფოლკსვაგენ გოლფი“. აღსანიშნავია, რომ შარშან „ფორდმა“ მთელს
მსოფლიოში 860 000 „ფოკუსი“ გაჰყიდა, ანუ საშუალოდ თვეში 71 667 ცალი.
ახლახანს „ფორდმა“ კიდევ ერთი გამორჩეული მიღწევა
დააფიქსირა: ტაილანდის რაიონგში გამოშვებული ახალი „ფოკუსი“, ამერიკული კომპანიის
ისტორიაში მე-350 მილიონე ავტომობილია. შეგახსენებთ, რომ ამ მხრივ, ცისფერ ოვალს
მნიშვნელოვნად ჩამორჩება დღეისათვის მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებელი „ტოიოტა“,
რომელმაც ახლახანს 200 მილიონიანი ზღვარი გადალახა.
„წარმოდგენაც კი ძნელია, თუ რამდენია 350 მილიონი
ავტომობილი. ეს იგივეა, რომ იმ 109 წლის განმავლობაში, რაც ჩვენი კომპანია
არსებობს, ჩვენი ქარხნებიდან ყოველ 10 წამში ერთი ავტომობილი გამოდის. და თუ ამ
ავტომობილებს ერთმანეთის მიყოლებით დავამწკრივებთ, ჩვენი პლანეტიდან მთვარემდე და
უკან მანძილს ორჯერ დაფარავენ“, - ამბობს „ფორდის“ გლობალური მარკეტინგის ვიცე
პრეზიდენტი ჯონ ფლემინგი.
შეგახსენებთ,
რომ მოდლ „ფოკუსის“ წარმოება „ფორდმა“ 1998 წელს დაიწყო და ამ ავტომობილით
„ესკორტი“ (ამერიკაში ლაზერი) ჩაანაცვლა. ამჟამად, ამერიკული კომპანია მესამე
თაობის „ფოკუსს“ აწარმოებს.
ასევე წაიკითხეთ
”ლაზიკა” (ვიდეო)
და
„ტოიოტამ“ მსოფლიო ლიდერობა დაიბრუნა
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/07/blog-post_6603.html |
No comments:
Post a Comment