Saturday, September 1, 2012

„ლოტუსმა“ ბელგიაში ორმაგ DRS-ზე უარი თქვა


Lotus set to postpone debut of double DRS
1 სექტემბერი
ძლიერმა წვიმამ და მის გამო მეორე პრაქტიკის ჩაშლამ, „ლოტუსს“ გეგმები შეაცვლევინა - გუნდმა უარი თქვა ორმაგი DRS-ის გამოყენებაზე. პირველ ორ პრაქტიკაზე, „ლოტუსი“ ამ სისტემის საბრძოლო გამოცდას გეგმავდა, მაგრამ ეს არ მოხერხდა და გუნდმა გარისკვისგან თავი შეიკავა.

„ლოტუსის“ ტექნიკურმა დირექტორმა განაცხადა, რომ გუნდმა ასეთი გადაწყვეტილება იმ მარტივი მიზეზის გამო მიიღო, რომ სისტემის ვარგისიანობის დადგენა ერთადერთი მშრალი სესიის პირობებში შეუძლებელი იყო.
„დღევანდელმა წვიმამ ამ სისტემის რეალურად ტესტირების საშუალება არ მოგვცა. ჩვენ არ ვიცით, სარბოლო პირობებში როგორ იმუშავებს ორმაგი DRS. შეგვეძლო, ის მესამე სესიაზე დაგვეყენებინა, მაგრამ ამ პრაქტიკას სხვა დანიშნულება აქვს და მისი გამოუყენებლობაც არ შეიძლება“, - ამბობს ელისონი.
აღსანიშნავია, რომ ორმაგი DRS წინა ეტაპებზე რამდენჯერმე გამოსცადა კიმი რაიკონენმა, თუმცა სისტემის საფუძვლიანი ტესტირება ვერ მოხერხდა. რომენ გროჟანის მანქანაზე ის პირველად ბელგიაში დააყენეს. „მოუთმენლად ველოდი, როდის მომეცემოდა ამ სისტემის გამოცდის საშუალება, მაგრამ მოცდა მომიწევს“, - განაცხადა გროჟანმა.

ასევე წაიკითხეთ:
ქართული ავტოსპორტი
http://autopanoramaf1.blogspot.com/search/label/%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%20%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%98 

და

ერთი-ერთზე ლე მანთან


No comments:

Post a Comment