1 სექტემბერი
ჰამილტონი ბატონს პოულს ულოცავს |
ბელგიაში, ჯენსონ ბატონი „მაკლარენის“ მანქანით 50-ე
რბოლაში მიიღებს მონაწილეობას. და ეს მინი იუბილე პოულის მოპოვებით აღნიშნა. ეს
მისი პირველი პოულია 2009 წლის მონაკოს დიდი პრიზის კვალიფიკაციაში გამარჯვების
შემდეგ. ასევე პირველი პოულია, რაც „მაკლარენის“ მანქანით მოიპოვა. ამასთან,
ბატონმა თავის კარიერაში პირველად მოიგო ბელგიური კვალიფიკაცია.
მეორე საუკეთესო დრო კამუი კობაიაშიმ აჩვენა და
ამით ძლიერ გაახარა თავისი გუნდის წევრები. ეს მის კარიერაში საუკეთესო
საკვალიფიკაციო შედეგია და ის მეორე იაპონელია (პირველმა ეს 2004 წლის დიდ პრიზზე -
ნურბურგრინგზე, ტაკუმა სატომ შეძლო), ვინც მოწინავე სასტარტო რიგში დადგება. მესამე
დრო პასტორ მალდონადომ დააფიქსირა, ვისთვისაც ეს კარიერაში მეორე საუკეთესო
საკვალიფიკაციო შედეგია. შეგახსენებთ, რომ ბარსელონაში სტარტი მან პოულიდან აიღო.
„დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც პოულზე ბოლოს
ვიდექი. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ასეთი დიდი პაუზის შემდეგ, კარგი შედეგით
ბრუნდები. ვიცი, კვალიფიკაციის მოგება რბოლაში გამარჯვებას არ ნიშნავეს, მაგრამ
მასთან უფრო ახლოს ვარ, ვიდრე თუნდაც კვალიფიკაციის დაწყებამდე“, - განაცხადა ბატონმა,
ვინც მესამე თავისუფალი პრაქტიკის შემდეგ ჩიოდა, რომ მისი მანქანა დაბალანსებული
არ იყო.
ბატონის კარიერაში ეს მხოლოდ მერვე პოულ პოზიციაა.
კლასიფიკაციაში ის მეშვიდე ადგილზეა და ლიდერ ფერნანდო ალონსოს 88 ქულით
ჩამორჩება. თუმცა ამის მიუხედავად, დანებებას არ აპირებს და ტიტულისთვის ბრძლის
გაგრძელებას აპირებს.
აღსანიშნავია, რომ ბატონს სპას ტრეკზე ჯერ ერთხელაც
არ მოუგია. იგივე ითქმის ალონსოზეც, რომელმაც კვალიფიკაცია მეექვსე ადგილზე
დაასრულა. ესპანელს შანსი აქვს, ზედიზედ 24-ე რბოლა დაასრულოს ქულებში (ეს რეკორდის
გამეორება იქნება). მეშვიდე დრო აქვს ალონსოს უახლოეს მდევარ მარკ უებერს, მაგრამ
რადგან მის მანქანაზე გადაცემათა კოლოფი გამოსაცვლელი გახდა, სტარტზე ის ხუთი
ადგილით უკან დადგება.
აღსანიშნავია, რომ ამ საუკუნეში, შვეიცარიულ გუნდს სტარტზე
ასეთი კარგი ადგილი ჯერ არ დაუკავებია. ისე კი, 1999 წლის საფრანგეთის დიდ პრიზზე,
მეორე საკვალიფიკაციო დრო ჟან ალეზიმ დააფიქსირა.
მხოლოდ
მერვე დრო ჰქონდა ლუის ჰამილტონს, ვინც კარგა ხანს ტრასაზე უსწრაფესი იყო. ბრიტანელმა
განაცხადა, რომ მესამე თავისუფალი პრაქტიკის შემდეგ, მის მანქანაზე ისევ ძველი
უკანა ფრთა დააყენეს, მაგრამ ამან ახალზე გაცილებით უარესად იმუშავა. სწორზე
დაახლოებით 0.4 წამს ვაგებდი.
ბელგიის დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
1. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:47.573
2. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი) 1:47.871
3. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) 1:47.893
4. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი) 1:48.205
5. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი) 1:48.219
6. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) 1:48.313
7. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) 1:48.392
8. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:48.394
9. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 1:48.538
10. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) 1:48.890
- - - - - - - - - -
11. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) 1:48.792
12. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:48.855
13. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 1:49.081
14. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი) 1:49.147
15. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო) 1:49.354
16. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო) 1:49.543
17. ბრუნო სენა (ბრაზილია, უილიამსი) 1:50.088
- - - - - - - - - -
18. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:50.181
19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი) 1:51.739
20. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, კატერჰემი) 1:51.967
21. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია) 1:52.336
22. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია) 1:53.030
23. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია) 1:53.493
24. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია) 1:54.989
ასევე წაიკითხეთ:
ქართული ავტოსპორტი
და
No comments:
Post a Comment