24
სექტემბერი
სინგაპურის
რბოლის დროს, მიხაელ შუმახერი უკნიდან დაეჯახა „ტორო როსოს“ ჟან-ერიკ ვერნს. ინციდენტში
სტიუარდებმა მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის ბრალი დააფიქსირეს, რის გამოც, მას
იაპონიის დიდი პრიზის რბოლის სტარტზე, ათადგილიანი ჯარიმა მიუსაჯეს. ანუ, შუმახერი
რა შედეგსაც აჩვენებს კვალიფიკაციაზე, სტარტზე იმაზე ათი ადგილით უკან დადგება.
ეს ხუმრობით :) |
გერმანელი ეჭვობს,
რომ ავარია მისმა დაგვიანებულმა რეაქციამ კი არა, მანქანის მექანიკურმა დაზიანებამ
გამოიწვია. თუმცა, სტიუარდებზე ამან არანაირად არ იმოქმედა.
„მოსახვევის
წინ, რაც შემეძლო, დავამუხრუჭე. ოთხივე ბორბალი დაიბლოკა, მუხრუჭის სატერფულს, რაც
შემეძლო დავაჭირე, მაგრამ შეჯახება მაინც მოხდა“, - ყვება შუმახერი.
ასევე წაიკითხეთ
No comments:
Post a Comment