Saturday, September 22, 2012

ახალი „ფორდ ტრანზიტ კასტომი“ წლის საუკეთესო ვენი გახდა

New Ford Transit Custom Wins ‘International Van of the Year’
22 სექტემბერი

ჰანოვერის კომერციული ავტომობილების საერთაშორისო გამოფენაზე, წლის საუკეთესო ვენის ტიტული „ფორდის“ უახლეს „ტრანზიტ კასტომს“ მიენიჭა. ეს არის „ტრანზიტის“ ოჯახის მეოთხე ავტომობილი, რომელმაც ასეთი აღიარება დაიმსახურა.

პირველად წლის საუკეთესო ავტომობილად „ტრანზიტი“ 2001 წელს დაასახელეს. ორი წლის შემდეგ, საუკეთესოდ „ტრანზიტ კონექტი“ აღიარეს, 2007 წელს კი ეს აღიარება კიდევ ერთხელ განმეორდა. ცნობისათვის, წლის საუკეთესო ვენის კონკურსს 22-წლიანი ისტორია აქვს.
„ერთტონიან ვენებს შორის, „ტრანზიტ კასტომი“ ახალი სიტყვაა. ესაა მუშა და ძალიან პრაქტიკული ავტომობილი. ამასთან, მუშის კვალობაზე, შესანიშნავადაც გამოიყურება და კარგი სამართავიცაა. „ტრანზიტის“ ლეგენდარულ გამძლეობასთან და ეკონომიურობასთან, მსუბუქი ავტომობილის შესახედაობის და მახასიათებლების შეხამება ძალიან ძნელი მისაღწევი იყო, მაგრამ ჩვენმა ინჟინრებმა ეს შეძლეს. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ მათი გარჯა ასე დაფასდა“, - განაცხადა „ფორდ ოფ იუროპის“ ვიცე პრეზიდენტმა ბარბ სამარდიჩმა, ვინც პროდუქციის განვითარების შტოს კურირებს.


კონკურსის გამარჯვებულს, წლის საუკეთესო ავტომობილის ჯილდო გამოფენის გახსნის ცერემონიის შემდეგ გადაეცა. გამოფენაზე, ამერიკულმა კომპანიამ სწორედ ახალი „ტრანზიტ კასტომი“ წარადგინა, რომელიც ერთტონიანი ვენების ახალი თაობის წარმომადგენელია. მასთან ერთად, ცისფერი ოვალის სტენდზე ასევე იდგა სრულიად ახალი „ტრანზიტი“ და ასევე სრულიად ახალი „ტრანზიტ კონექტი“.
ახლახანს „ფორდმა“ გამოაცხადა, რომ იწყებს ახალი გლობალური პლატფორმის სტრატეგიის დამკვიდრებას, რის პარალელურადაც, ძირეულად განაახლებს ევროპული ბაზრისთვის განკუთვნილი კომერციული ავტომობილების მთელ გამას, რისთვისაც ორი წელი დასჭირდება.
რაც შეეხება „ტრანზიტ კასტომს“, თავის კლასში ის ყველაზე მეტი მოცულობის საბარგულით გამოირჩევა. ამის მისაღწევად, გამოყენებულია დასაკეცი საბარგული, რომელიც როცა საჭირო არაა, იხსნება. ასევე შესაძლებელია გრძელი ტვირთების სპეციალური ლუკიდან დატვირთვა. გარდა ამისა, მძღოლის განკარგულებაში რამდენიმე უახლესი დამხმარე მოწყობილობა და სისტემაა.
ავტომობილი დიზელის 2.2-ლიტრიანი „დურატორქ“ TDCi ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც საწვავის ეკონომიური ხარჯითაც გამოირჩევა და ყოველ გავლილ კილომეტრზე, ატმოსფეროს 174 გრამი ნახშირორჟანგით აბინძურებს.



ასევე წაიკითხეთ

„ურუსი“ - გადაშენებული ხარის ოთხბორბლიანი კლონი


”ლაზიკა” (ვიდეო)


No comments:

Post a Comment