12 სექტემბერი
„მაკლარენის“ შეფ რონ დენისს არაერთხელ გამოუცხადებია,
რომ მისი კომპანია, საუკეთესო სუპერ ავტომობილების მწარმოებლის სახელის
მოსაპოვებლად, სიმძლავრის უსაშველო ზრდას არ აპირებს, თუმცა რეალურად სხვაგვარად
ხდება - როგორც ინტერნეტით გავრცელებული ინფორმაცია გვაუწყებს, ლეგენდარული F1-ის
შემცვლელის სიმძლავრე 1000-ცხენისძალიან ზღვარს მიუახლოვდება...
სხვათა შორის, ახალ ავტომობილს, რომელიც ჯერჯერობით
P12-ის სახელითაა ცნობილი, კარბონის კომპოზიტისგან დამზადებულ იმავე მონოკოკურ კაპსულას
დაეყრდნობა, რომელსაც „მაკლარენი“ MP4-12C-ზე იყენებს. ძრავიც იგივეა -
3.8-ლიტრიანი V8 ტუინ ტურბო, რომელიც 800 ცხენის ძალამდე გაძლიერდება. თითქმის 200-ცხენისძალიან
დანაკლისს კი სისტემა კერს-ი შეავსებს, რომელიც ჯერ ერთი, მინიმუმ 160 ცხენის
ძალას გამოიმუშავებს. მეორეც, საწვავის ხარჯს და გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის
შემცველობასაც შეამცირებს. ამავე მონაცემების შესამცირებლად, „მაკლარენმა“ უხვად
გამოიყენა მსუბუქი მასალები (კარბილი, ალუმინი), რისი წყალობითაც, P12 1255
კილოგრამზე მეტი არ იქნება.
ამ მახასიათებლების წყალობით, ავტომობილი ადგილიდან
100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას 2.8 წამში მოასწრებს, 160 კმ/სთ-მდე 9.1 წამი დასჭირდება,
მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 385 კმ/სთ-ს მიაღწევს. „მაკლარენი“ ამ ავტომობილს
მხოლოდ 500 ცალს გამოუშვებს და თითოეულს 1.4 მილიონ დოლარად გაჰყიდის.
ვიდეო
ასევე წაიკითხეთ
No comments:
Post a Comment