Wednesday, September 12, 2012

„ზაუბერი“ უფრო მეტს გვპირდება


Sauber convinced further success to come in 2012
12 სექტემბერი
„ზაუბერი“ და მისი ორივე პილოტი ამ სეზონის ნამდვილი აღმოჩენაა. სეზონში ერთი კვარცხლბეკი შეიძლება შემთხვევითობად ჩაგვეთვალა, მაგრამ იტალიაში რომ სერხიო პერესმა კვარცხლბეკის მეორე საფეხური მეორედ დაიკავა (პირველად ეს მალაიზიაში შეძლო), ეს გაცილებით მეტზე მეტყველებს. კერძოდ იმაზე, რომ ტიტულის მოცილეთა რიცხვი მალე ალბათ გაიზრდება, ტოპ საჯინიბოების მცირე კლუბის კარზე კი შვეიცარიული გუნდი მთელი ძალით აკაკუნებს...

სტატისტიკა გვეუბნება, რომ „ზაუბერს“ კვარცხლბეკზე სულ ოთხი ფინიში აქვს და რამდენიმე რბოლაში, გამარჯვებისთვისაც კი იბრძოდა. სულ 13 განვლილ რბოლაში, პერესმა და კამუი კობაიაშიმ 100 ქულას მოუყარეს თავი, რაც მთელი გასული სეზონის განმავლობაში დაგროვილი ქულების რიცხვზე 66-ით მეტია. და საჯინიბოს შეფი მონიშა კალტენბორნი გვპირდება, რომ მის ბიჭებს და მანქანასაც მეტი შეუძლიათ. ის ამბობს, რომ C31-ს პიკისთვის არ მიუღწევია და რომ „ფერარის“ ძრავით აღჭურვილ ავტომობილს სეზონის დასვნით ნაწილში სიჩქარის მომატებაც კი შეუძლია...
„ძალიან ეფექტურად ვმუშაობთ. ბარსელონასა და ბრიტანეთში მანქანის რამდენიმე კომპონენტი დავწვეწეთ და ამან გაამართლა. რბოლებში ჩვენი შედეგები მოლოდინს შეესაბამება. და ეს ჩვენი ინჟინრების დამსახურებაა. მაგრამ ამით, C31-ის შესაძლებლობები არ ამოწურულა. აზიური რბოლებისთვის მორიგ გაუმჯობესებებს ვგეგმავთ. და იმავდროულად, მომავალის ეზონის მანქანაზე ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, ხარჯების ფაქტორს დიდი მნიშვნელობა აქვს. რაც მეტი რესურსია გუნდის განკარგულებაში, მით მეტის მიღწევაა შესაძლებელი. ყველაფერი კი შედეგებზე აისახება“, - ამბობს კალტენბორნი და დასძენს, რომ ამ სეზონში „ზაუბერის“ მიზანს, „მერსედესის“ ჯობნა წარმოადგენს, რომელიც ამჟამად 26 ქულით წინაა.
„სეზონის კარგი დასაწყისის შემდეგ, ჩვენგან ბევრი გაუარესებას ელოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში, სულ უფრო ვძლიერდებით. ამიტომ ველი, რომ კარგი შედეგები კიდევ გვექნება. სეზონის წინ ვამბობდით, რომ მნიშვნელოვნად გავაუმჯობესებდით გასული სეზონის შედეგს. თუ გავითვალისწინებთ, რომ შარშან მეშვიდე ადგილი დავიკავეთ, ამ სეზონში მეხუთე ადგილმა უნდა დაგვაკმაყოფილოს. ეს ამბიციური მიზანია, მაგრამ თუ მაღალ მიზანს არ დაისახავ, ვერაფერს მიაღწევ. თანაც, ჩემს თავდაჯერებას რეალური საფუძველი აქვს“, - დასძენს კალტენბორნი.


ასევე წაიკითხეთ:
40 წელი ინდი 500-ზე „მაკლარენის“ პირველი გამარჯვებიდან
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/05/40-500.html

ძანარდი ინდი 500-ზე ოცნებობს

No comments:

Post a Comment