12 სექტემბერი
სანტა ფე სპორტი |
ამერიკულ ბაზარზე „ჰიუნდაის“ წარმტებების შესახებ
უკვე ლეგენდები დადის. და იმაზეც არაერთხელ გვითქვამს, რომ მის ავტომობილებზე განუხრელად
მზარდი მოთხოვნის მიუხედავად, კორეელები ამერიკაში წარმოების გაზრდას არ აპირებენ
და ამას იმით ხსნიან, რომ მათთვის პრიორიტეტი მაღალი ხარისხის შენარჩუნებაა. ამის
გამო, „ჰიუნდაის“ დილერები, მათს შოურუმებში ავტომობილების ქრონიკულ ნაკლებობას
უჩივიან.
საერთოდ, დილერისთვის თავის ტკივილია, როდესაც სადგომზე
ბევრი მანქანა ჰყავს და ცოტა ეყიდება. მაგრამ არანაკლები თავსატკივარია ისიც, რომ ავტომობილების
უკმარისობის გამო, მოთხოვნის დაუყოვნებლივ დაკმაყოფილება მუდმივად ჭირს. ალბათ
მიხვდით (ან გაგახსენდათ), რომ კორეული კომპანიის დილერებს მეორე აწუხებთ და
პირველი აღარც ახსოვთ...ელანტრა |
სხვათა შორის, „ჰიუნდაის“ ამერიკული საწარმოები,
თავიანთი შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობენ. კომპანია დროდადრო ახერხებს წარმოების
გაზრდის რესურსის გამონახვას, მაგრამ ამით საქმეს მაინც ვერ შველის და დეფიციტის
დასაბალანსებლად, ავტომობილების იმპორტი (ძირითადად კორეიდან) უწევს.
ამჯერადაც ასეა - „ჰიუნდაი ნორთ ამერიკას“ მთავარმა
აღმასრულებელმა ჯონ კრაფჩიკმა განაცხადა, რომ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად და
ამერიკაში იმპორტის შესამცირებლად, ამერიკაში წარმოება 19 პროცენტით გაიზრდება. 2
სექტემბერს ალაბამას ქარხანა მესამე ცვლაშიც ამუშავდება და ამ რეჟიმში მუშაობას წლის
ბოლომდ გააგრძელებს. ამგვარად, დილერთა განკარგულებაში, 20 000-ით მეტი „ელანტრა“
და „სონატა“ (ამერიკის ბაზარზე, კორეული კომპანიის ყველაზე პოპულარული
ავტომობილები) აღმოჩნდება.
სხვათა შორის, იგივე სიტუაცია აქვს „ჰიუნდაის“
ჯგუფში (რომელიც გაყიდვების მოცულობით, მეხუთეა მსოფლიოში) შემავალ კიდევ ერთ
კორეულ კომპანია „კიას“, რომელმაც თავის ჯორჯიულ ქარხანაში ახლახანს ახალი „სანტა
ფე სპორტის“ წარმოება დაიწყო. აგვისტოდან წლის ბოლომდე ამ ქარხანაში 36 000 „სანტა
ფე სპორტს“ გამოუშვებენ.
სონატა |
აღსანიშნავია, რომ „ელანტრას“ და „სონატას“ გარდა, „ჰიუნდაის“
კორეიდან ამერიკაში კუპე „ველოსტერი“, სუბკომპაქტური ჰეჩბეკი „აქცენტი“, სედანი „ჯენეზისი“
და ქროსოვერი „ტუსანიც“ შეაქვს. და ყველა ამ მოდელის მიწოდება, ახლახანს კორეაში
ჩატარებულმა დიდმა გაფიცვამ შეაფერხა.
გაფიცვები ჩაცხრა, თუმცა „ჰიუნდაის“ დათმობაზე
წასვლა მოუხდა. პროფკავშირებთან დადებული ახალი გარიგებით, მარტიდან კომპანია ყოველ
მუშაზე საშუალოდ სამ საათს დაკარგავს, რაც ჯამში ახლანდლი სამუშაო დროის 15 პროცენტის
ტოლფასია. გარდა ამისა, „ჰიუნდაის“ მუშებისთვის ხელფასის გაზრდაც უწევს, ყოველივე
კი კორეაში წარმოებული ავტომობილების თვითღირებულებას გაზრდის.
პროფკავშირებთან დათმობისგან მიღებული უარყოფითი
ეფექტი მნიშვნელოვანია. „ჰიუნდაის“ უდიდესი ქარხანა, რომელიც ქალაქ ულსანში
(სამხრეთ კორეა) მდებარეობს, წლიურად დაახლოებით 1.5 მილიონ ავტომობილს აწარმოებს.
პროფკავშირების „წყალობით“ კი წარმოება დაახლოებით 234 000 ავტომობილით შემცირდბა.
იმისათვის კი, რომ დანაკარგი დააბალანსოს, „ჰიუნდაის“ დამტებით ამ ქარხანაში 264.6
მილიონი დოლარის ინვესტირება მოუწევს, რაც ძირითადად წარმოების მოცულობის გაზრდას
მოხმარდება. ამასთან, გათვალისწინებულია ისეთ აქტივობათა შეკვეცა, რომლებიც
წარმოებას უშუალოდ არ უკავშირდება. ასეთია მაგალითად, თანამშრომლების ვარჯიში
ტრენაჟორების დარბაზში...
ასეთი
ზომების მიუხედავად, ბევრი ანალიტიკოსი თვლის, რომ „ჰიუნდაის“ მაინც გაუჭირდება მზარდი
მოთხოვნის დაკმაყოფილება და სიტუაციას მხოლოდ ახალი საწარმოო სიმძლავრეების
ამოქმედება უშველის.
ასევე წაიკითხეთ
„ტოიოტამ“ მსოფლიო ლიდერობა დაიბრუნა
http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/07/blog-post_6603.html |
No comments:
Post a Comment