6 სექტემბერი
პარიზის მოტორ შოუზე ერთდროულად რამდენიმე კომპანია
წარადგენს თავის ახალ სუპერ ავტომობილს. მათ შორის არიან „მაკლარენი“, „ფერარი“ და
შესაძლოა, „ლამბორგინიც. პირველი ლეგენდარული F1-ის შთამომავალს ამზადებს, მესამე „გალარდოს“
შემცვლელს, „ფერარი“ კი ლეგენდარული „ენცოს“ შთამომავალს. რა თქმა უნდა, ყველა
ავტომობილის გარეგნობა ამ ეტაპზე გასაიდუმლოებულია.
თუმცა „მაკლარენმა“ უკვე დაიწყო ფოტო ტიზერების
გავრცელება, „ლამბორგინი“ სდუმს, „ფერარიც“ სდუმს, თუმცა ახლახანს ინტერნეტით
გავრცელდა ფოტო, რომელიც სატესტოდ შენიღბული პროტოტიპის ფოტოების მიხედვით
შემუშავდა და ახალი სუპერ ავტომობილის (F70) შესაძლო გარეგნობას (დიდი ალბათობით) გვიჩვენებს.
ამჯერად სწორედ ეს დამუშავებული ფოტოებია
საინტერესო და არა ამ ავტომობილის სავარაუდო მონაცემები, რომელთა შესახებაც უკვე
არაერთხელ მოგიყევით (http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/06/f70.html
და http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/02/920.html).
მითუმეტეს, ჯერ დაზუსტებულად არც ერთია ცნობილი და არც მეორე. თქვენ წარმოიდგინეთ,
ზოგი წყარო იმასაც კი ამბობს, რომ F70 დღის სინათლეს ჟენევის მოტორ შოუმდე ვერ
იხილავს...
ასევე წაიკითხეთ
No comments:
Post a Comment