Tuesday, October 16, 2012

სახეშეცვლილი „ტატა ნანო“ ამერიკაშიც გაიყიდება


Redesigned Tata Nano to arrive in U.S. wearing price tag under $10k
16 ოქტომბერი
„ტატას“ ფართოდ რეკლამირებული მინი ავტომობილი „ნანო“, რომელიც მსოფლიოს უიაფესი ავტომობილის ტიტულს ატარებს, შინაურ ბაზარზე (ინდოეთში) ისე ვერ იყიდება, როგორც მოსალოდნელი იყო. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, ხანძრები გახდა, რომლებმაც რამდნიმე „ნანო“ შეიწირა.

ამის მიუხედავად, „ტატას“ ჯგუფის შეფი რატან ტატა არ ცვლის თავის გეგმებს, რომელტა შორისაც ერთ-ერთი პრიორიტეტი, ამ ავტომობილის სახეშეცვლილი ვერსიის ამერიკის ბაზარზე შეტანაა. „ნანოს“ ამერიკული ვერსიის ფასი 10 000 დოლარზე ნაკლები იქნება. და მისი შეძენის საშუალება ამერიკელებს სამი წლის შემდგ მიეცემათ.
„ნანოს“ ინდური ვერსია ორცილინდრიანი, 37-ცხენისძალიანი ძრავითაა აღჭურვილი. მაგრამ მისი ამერიკული ვერსია უფრო მძლავრ ძრავს, საჭის გამაძლიერებელს და ტრექშნ კონტროლს მიიღებს. შესაბამისად, მისი ფასიც გაიზრდება. ჯერ ფასი დაზუსტებული არაა, მაგრამ „ტატა“ წინასწარ პირდება ამერიკელებს, რომ ავტომობილი ზემოთ ნახსენებ ზღვარს არ გასცდება.

„ამ ეტაპზე, მინი ავტომობილების ბაზარზე ყველაზე პოპულარული „სმარტი“ და „ფიატ 500“ შედარებით ძვირი ღირს, მაგრამ ამის მიუხედავად, ისინი მაინც იყიდება. ვფიქრობთ, 10 000 დოლარად ღირებულ ავტომობილს პერსპექტივა ექნება“, - გამოცემა „ავტომოტივ ნიუსთან“ საუბრისას განაცხადა რატან ტატამ.
მთავარი პრობლემა, რომლის მოგვარებაც „ტატას“ ამერიკაში მოუწევს, ქვეყანაში სადილერო ქსელის შექმნაა. „ტატას“ საავტომობილო ჯგუფი, ორ ბრიტანულ მარკას - „იაგუარ ლენდ როვერსაც“ მოიცავს, მაგრამ მისი მთავარი აღმასრულებელი ენდი გოსი ამბობს, რომ მისი კომპანიის ქსელის გამოყენებასთან დაკავშირებით, „ტატასგან“ მისთვის არავის მიუმართავს.
ეს ავტომობილი კი, რომელიც ფოტოზეა, კონცეპტუალური „ტატა მეგაპიქსელია“, რომელიც ინდურმა კომპანიამ ჟენევის წლვანდლ მოტორ შოუზე წარადგინა. ესაა ჰიბრიდული ავტომობილი, რომლის ძალურ დანადგარშიც, 325 კუბ სანტიმეტრი მოცულობის შიდაწვის ძრავთან ერთად, ორი პატარა ელექტროძრავია გაერთიანებული. მაგრამ, ასეთი ავტომობილი ამერიკისთვის არ გამოდგება, რადგან ძნელი წარმოსადგენია, ჰიბრიდის ფასი 10 000-იან ზღვარში მოექცეს. და მაინც, გაზრდლი გაბარიტები, დახვეწილი დიზაინი და შიდაწვის ძრავი, „მეგაპიქსელს“ ამერიკელებისთვის მიმზიდველს გახდის.

No comments:

Post a Comment