Friday, October 5, 2012

„რეინჯ როვერ ევოკის“ სასტარტო ფასი მცირდება


Range Rover Evoque gets new base model, lower starting price for 2013
5 ოქტომბერი
„ლენდ როვერმა“ თავისი ბესტსელერის, „რეინჯ როვერ ევოკის“ საბაზო ვერსია (ამერიკული ბაზრისთვის) განაახლა და მისი სასტარტო ფასი დასწია. ამიერიდან, ყველაზე იაფი „ევოკი „ იქნება მისი მოდიფიკაცია „პიუარ“ (მხოლოდ ხუთკარიანი ვერსია), რომელსაც მყიდველს 41 995 დოლარად შესთავაზებენ. ეს კი 2012 წლის მოდელზე 2000 დოლარით ნაკლებია.

ყველაზე იაფი „ევოკის“ პაკეტში შევიდა: ალუმინისგან დამზადებული სახურავი, რომელიც პანორამულ სახურავს ცვლის, რომელიც „ევოკის“ ყველა სხვა მოდიფიკაციის სტანდარტულ ეკიპირებაში შედის. ამასთან, სახურავი ძარის სხვა ნაწილებისგან განსხვავებულ ფერშ შეიღებება. შეცვლილია რადიატორის ბადის დიზაინი.
ოპციაში შედის სისტემა „პარკ ესისტ“, რომელიც პარალელური პარკირების დროს დაგეხმარებათ. სისტემა შემდეგნაირად მოქმედებს: პარკირების ადგილთან გავლისას, მძღოლი სისტემას რთავს და მიუთითებს (მოხვევის სიგნალით), თუ რომელ მხარეს აპირებს გაჩერებას. შემდეგ სისტემა გააანალიზებს არსებული ადგილების გაბარიტებს და შესაფერისს შეარჩევს, რის შემდეგაც მონიტორზე გამოჩნდება წარწერა „ადგილი ნაპოვნია“.
ამის შემდგ, სისტემა მძღოლს მანქანის გაჩერებას და მონიტორზე გამოტანილი მითითებების შესრულებას სთხოვს. სისტემა თავის ტავზე აიღებს საჭის მართვას, მძღოლს კი ტრანსმისიის მართვას დაავალებს. პარალელურად, სენსორების მიერ მოპოვებული ინფორმაცია, სისტემას მონიტორზე გამოაქვს, რათა მძღოლმა ტრანსმისია შესაბამისად მომართოს. პარკ ესისტი მაშინვე გაითიშება, როგორც კი მანევრირებისას მძღოლი საჭის მართვას დაიწყებს.
დაიხვეწა სისტემა „ოფ-როუდ ნავიგეიშნ“, რომელიც ამიერიდან „ევოკის“ ყველა იმ მოდლზე, რომლებიც სანავიგაციო სისტემითაა აღჭურვილი, სტანდარტულ ეკიპირებაში შევა. ეს სისტემა იმ ადგილებში გადაადგილებისას დაგეხმარებათ, რომლებიც სანავიგაციო რუქაზე დატანილი არაა. სხვა ფუნქციებთან ერთად, „ოფ-როუდ ნავიგეიშნი“ კომპასის მოვალეობასაც შეასრულებს.

No comments:

Post a Comment