Friday, October 5, 2012

„ლამბორგინი ავენტადორი“ ცილინდრების დეაქტივაციით

Lamborghini Aventador LP700-4 gets Cylinder Deactivation, Start/Stop and Refined Chassis
5 ოქტომბერი
პარიზის მოტორ შოუზე „ლამბორგინის“ ახალი ავტომობილი არ წარმოუდგენია. სამაგიეროდ, თავისი ახალი ტექნოლოგიები გაგვაცნო, რომლებიც თანამედროვე ავტო ინდუსტრიის მოთხოვნებს პასუხობს. ეს სისტემებია ცილინდრების დეაქტივაციის სისტემა და სტოპ-სტარტი, რომლებითაც „ავენტადორ LP700-4“ აღიჭურვა. გარდა ამისა, ამავე ავტომობილის შასიც დაიხვეწა. ჯერ მხოლოდ ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ავენტადორი“ გამოვიდა, მაგრამ იტალიურმა კომპანიამ მისი რამდენიმე მიმართულებით დახვეწა გადაწყვიტა. და უპირველესად, ის სწორედ ზემოთ ნახსენები სისტემებით აღჭურვა.
„ლამბოს“ სისტემა სტოპ-სტარტი უნიკალურია. ის აღჭურვილია სპეციალური დამგროვებლით, ეგრეთ წოდებული „სუპერკაპით“, რომელიც ძრავის გამორთვის შემდეგ, მის უფრო სწრაფად დაქოქვის საშუალებას იძლევა, ვიდრე ჩვეულებრივ სისტემებში. ძრავის დაქოქვა სულ რაღაც 0.18 წამში ესწრება. ეს სისტემა იმიტაცაა საინტერესო, რომ ის ჩვეულებრივზე 3 კილოგრამით მსუბუქია, რადგან აღარაა საჭირო დიდი ზომის აკუმულატორის გამოყენება.
რაც შეეხება ცილინდრების დეაქტივაციის სისტემას, ის სუპერ ავტომობილებისთვის მოულოდნელი სიახლეა. ის მაშინ მუშაობს, როდესაც ძრავი ნაწილობრივაა დატვირთული და როდესაც ავტომობილის სიჩქარე 135 კმ/სთ-ზე ნაკლებია. გააქტიურებისას, სისტემა თავად თიშავს V12 ძრავის ცილინდრების ერთ რიგს და ამ დროს, აგრეგატის მხოლოდ 6 ცილინდრი მუშაობს. როგორც კი მძღოლი აქსელერატორის პედალს ფეხს დააჭერს, გათიშული ცილინდრები დაუყოვნებლივ იწყებს მუშაობას.

ამ ორი სისტემის დახმარებით, „ავენტადორ LP700-4-ის“ საწვავის ხარჯი თითქმის 7 პროცენტით, 100 კილომეტრზე 16.0 ლიტრამდე მცირდება. მაგისტრალზე მოძრაობისას კი, როდესაც სიჩქარე 130 კმ/სთ-ია, ხარჯი 20 პროცენტითაც კი მცირდება. რაც შეეხება გამონაბოლქვს, ის კილომეტრზე 370-398 გრამის ფარგლებში მერყეობს.
„ლამბოს“ ინჟინრებმა „ავენტადორის“ შასიც შეცვალეს. კერძოდ, მასზე უფრო ხისტი დრეკადი ელემენტები და ამორტიზატორები დააყენეს. კომპანიის განცხადებით, ამის წყალობით, ავტომობილი უკეთ ეხმაურება საჭის მექანიზმის მოძრაობას და იმავდროულად, კომფორტსაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. გარდა ამისა, მყიდველს ოპციის სახით ახალ (ალუმინის) ბორბლებს, ასევე კარბონის კომპოზიტისგან დამზადებულ წინა სპოილერს, ჰაერის ამღებებს, ძრავის კაპოტის პანელსაც შესთავაზებენ.

No comments:

Post a Comment