Friday, October 5, 2012

„ჰიუნდაი“ რალის მსოფლიო ჩემპიონატს უბრუნდება

Hyundai Announces Return to World Rally Championship With New i20-based Racer
5 ოქტომბერი
თუ ერთი ცდით მიზანს ვერ მიაღწევს, ყურები არ უნდა ჩამოუშვა, რადგან ეს მხოლოდ დასაწყისია. სწორედ ასე იქცევა „ჰიუნდაი“, რომელმაც ცხრა წლის წინ, რალის მსოფლიო ჩემპიონატი დატოვა, მაგრამ მალე მეორე ცდას შეუდგება. კორეულმა კომპანიამ ამის შესახებ ოფიციალურად პარიზის მოტორ შოუზე გამოაცხადა.

პირველად „ჰიუნდაიმ“ რალის უმაღლეს ლიგაში მოდელ „აქცენტით“ იასპარეზა, მაგრამ წარუმატებლად, რის გამოც, ჩემპიონატი 2003 წელს დატოვა. მაგრამ კორეული კომპანიის ამბიციების ზრდამ, დღის წესრიგში სპორტული მიმართულების გააქტიურება დააყენა. კომპანიამ ჯერ პაიკს პიკი დაიპყრო, შემდგ რალიქროსში სცადა თავისი შესაძლებლობები და რალის მსოფლიო ჩემპიონატს მიადგა, სადაც მალე ძალიან კონკურენტული გარემო შეიქმნება.
ამისათვის „ჰიუნდაიმ“ ჰეჩბეკ i20-ის ბაზაზე, WRC-ს სპეციფიკაციების შესაბამისად, სარბოლი ავტომობილი შეიმუშავა, რომელიც პარიზის მოტორ შოუზე წარადგინა. ამ ავტომიბილით, კორეული კომპანია მალე „ფორდს“, „სიტროენს“, „ფოლკსვაგენს“, „მინის“ და „ტოიოტას“ შეეჭიდება.
„რალის მსოფლიო ჩემპიონატი, ჩვენს პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული და საინტერესო ასპარეზობაა. ეს არის დინამიზმით და სანახაობებით აღსავსე სპექტაკლი, ადგილი, სადაც „ჰიუნდაის“ ბრენდის წარმოჩინება ყველაზე ეფექტურად შეიძლება“, - ამბობს „ჰიუნდაი მოტორ იუროპის“ მარკეტინგის დირექტორი მარკ ჰოლი.
პრეზენტაციაზე მხოლოდ მანქანა გვიჩვენეს, თუმცა მის შესაძლებლობათა შესახებ არაფერი თქმულა. შეგვიძლია მხოლოდ იმის შეხსენება, რომ FIA-ს (საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია) რეგლამენტის შესაბამისად, რალის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა მხოლოდ სერიულ ავტომობილზე ბაზირებული ავტომობილით შეიძლება, რომელიც 1.6-ლიტრიანი ტურბოძრავითა, სრულამძრავიანი ტრანსმისიით, სეკვენტალური გადაცემათა კოლოფით და აეროდინამიკური ელემენტებითაა აღჭურვილი. 

No comments:

Post a Comment