Thursday, October 18, 2012

უნივერსალმა „ჰიუნდაი i30 ტურერმა“ ხუთი ვარსკვლავი დაიმსახურა

Hyundai i30 Estate Gets Five Stars from Euro NCAP
18 ოქტომბერი
მას შემდეგ, რაც ჰეჩბეკმა „ჰიუნდაი i30-მა“ ევრო NCAP-ის უსაფრთხოების რეიტინგში ხუთი ვარსკვლავი დაიმსახურა, ეჭვის შეტანაც არ ღირდა იმაში, რომ ასეთივე აღიარებას მალე ამ ავტომობილის უნივერსალიძარიანი ვერსიაც მიიღებდა. ასეც მოხდა, კორეული კომპანიის ხუთვარსკვლავიანების სიას კიდევ ერთი ავტომობილი „ჰიუნდაი i30 ტურერი“ შეემატა.
უფრო ადრე, ანალოგიური შეფასება ჰეჩბეკებმა, i30-მა და i20-მა, ქროსოვერმა ix35-მა, მიკროვენმა ix20-მა, „ველოსტერმა“ და პირველი თაობის i30-მა მიიღეს. ამათგან, ახალი ჰეჩბეკი i30, თავის კლასში ყველაზე უსაფრთხო ავტომობილადაა მიჩნეული.

„ჰიუნდაი i30 ტურერმა“ ყველაზე კარგი შეფასებები მცირეწლოვანი და ზრდასრული მგზავრების უსაფრთხოებაში დაიმსახურა - ორივეში 90-პროცენტიანი შეფასება მიიღო. კარგი შედეგები დაფიქსირდა ფეხმავლებთან შეჯახების ასპექტში. ამ მხრივ, შეფასება ზუსტად ისეთივე გამოდგა, როგორიც ჰეჩბეკ i30-ს აქვს.
„i30 ტურერს“ უსაფრთხოების დამხმარე სისტემების მხრივაც მაღალი შედეგები აქვს. განსაკუთრებით აღინიშნა სტაბილურობის ელექტრონული პროგრამის ეფექტური მუშაობა. ევრო NCAP-ის სპეციალისტებმა ასევე მოიწონეს უსაფრთხოების ღვედების სისტემა, რომელსაც ეგრეთ წოდებული შეკვრის შემხსენებელი ემსახურება. აღნიშნული სისტემა ხუთივე სავარძელს ემსახურება.
„ჰიუნდაი მოტორ იუროპის“ მთავარი აღმასრულებელი ალან რუშფორტი ამბობს: „ხუთვარსკვლავიანი რეიტინგი, იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენ ევროპის ბაზრისთვის სპეციფიკური ავტომობილების შემუშავებას დიდ ყურადღებას ვაქცევთ. ჩვენი ავტომობილების მომხმარებლებს, ყოველთვის უმაღლესი დონის უსაფრთხოებას ვთავაზობთ. ჩვენი სტრატეგიაა - ევროპისთვის და ევროპელებისთვის, ავტომობილები ევროპაშივე ვაწარმოოთ. დრომ აჩვენა, რომ ამ სტრატეგიას წარმატება მოაქვს. ამის უტყუარი ნიშანი ისაა, რომ „ჰიუნდაის“ დიზაინი, ხარისხი, უსაფთხოება და ღირებულება, სულ უფრო მეტ მომხმარებელს იზიდავს“.

No comments:

Post a Comment