Thursday, October 18, 2012

„ლენდ როვერმა“ ახალი „დეფენდერის“ დიზაინი დაამტკიცა

Land Rover Defender replacement confirmed
18 ოქტომბერი

„ლენდ როვერის“ დიზაინის განყოფილების დირექტორმა  ჯერი მაკგოვერნმა განაცხადა, რომ კომპანიის ხელმძღვანელობამ მწვანე შუქი აუნთო ახალ „დეფენდერს“, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ ის არ დაემსგავსება კონცეპტუალურ „ლენდ როვერ DC100-ს“, რომელიც უფრო ქალაქისთვის შესაფერისი გარეგნობით
გამოირჩევა.

„შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ახალი „დეფენდერი“ არ დაემსგავსება DC100-ს. მთავარია, რეტრო სტილის გავლენის ქვეშ არ მოვექცეთ. ეს კი ძნელი იქნება, რადგან ასეთი ავტომობილის აბსოლუტურად ნულიდან შექმნა წარმოუდგენელია“, - ამბობს მაკგოვერნი და დასძენს, რომ ახალი „დეფენდერის“ დიზაინი მაინც DC100-ის სტილს მიჰყვება, თუმცა მასზე გაცილებით საინტერესო და მომხიბვლელი იქნება. ცნობისათვის, კონცეპტუალურმა DC100-მა სპეციალისტების და უბრალო ავტომოყვარულების დიდი მოწონება დაიმსახურა.
მაკგოვერნი ასევე ვარაუდობს, რომ ახალი „დეფენდერის“ ბაზაზე, ავტომობილების მცირე ოჯახი აღმოცენდება. მათ შორის იქნება როგორც მისი მომცრო ვერსია, ასევე ლუქს ვერსიაც. ამასთან, პირველი უფრო ახალგაზრდა მყიდველისთვის იქნება განკუთვნილი, რასაც ბრიტანული კომპანიის მარკეტოლოგები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ.
ბაზარზე ახალი „დეფენდერი“ სავარაუდოდ, 2015 წლამდე გამოჩნდება.

No comments:

Post a Comment