Thursday, October 18, 2012

„ფორდ ფოკუს RS“ შეიძლება 350-ცხენისძალიანი ძრავით აღიჭურვოს


„ფორდ ფოკუს RS“ შეიძლება 350-ცხენისძალიანი ძრავით აღიჭურვოს
Next Ford Focus RS May Get 2.3-Liter Engine With 350 HP
18 ოქტომბერი
„ფოკუს RS“ ნამდვილი კავების მანქანაა - სწრაფი და ტემპერამენტიანი. ცოტა მძიმე კი არის (1458 კგ-ს იწონის), მაგრამ მაინც ადვილი სამართავია. პრესაში ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, რომ მომავალ „ფოკუს RS-ს“ ჰიბრიდული აგრეგატით აღჭურვავენ, რომელშიც 2.0-ლიტრიანი „ეკობუსტ“ ძრავი წინა ბორბლებს აამოძრავებს, ელექტროძრავი კი - უკანებს.

მაგრამ ბოლო ინფორმაციით, ცისფერმა ოვალმა ჰიბრიდულ სისტემაზე უარი თქვა. გამოცემა „პისტონჰედის“ ინფორმაციით, მომავალ „ფოკუს RS-ს“ ან იმავე 2.0-ლიტრიანი ძრავის მოდიფიცირებული ვერსიით ღჭურვავენ, ან 2.3-ლიტრიანი ტურბოძრავით, რომლის სიმძლავრეც 350 ცხენის ძალას მიაღწევს. ამ ძრავით სრულიად ახალი „მუსტანგის“ საბაზო ვერსია აღიჭურვება.
გარდა ამისა, მაბრუნი მომენტის გადაცემისას დანაკარგების შესამცირებლად, უარს იტყვიან მექანიკურ, გაზრდილი ხახუნის დიფერენციალზე, რომელსაც ელექტრონული დიფერენციალით შეცვლიან. ასეთი სისტემა ელექტრონულად მართვადია და გაცილებით ეფექტურია, ვიდრე მექანიკური. სრულიად შეიცვლება სრულამძრავიანი ტრანსმისია, რომელიც მაღალი წონით გამოირჩევა.
არსებობს ვარაუდი, რომ ახალ სრულამძრავიან ტრანსმისიას აღარ შეიმუშავებენ. და თუ მაინც ასეთის დაყენება გადაწყდა, მას სრულიად ახალი კონსტრუქციით შეცვლიან. ასევე, მომავალი „ფოკუს RS“ ხუთკარიანი ჰეჩბეკი იქნება. ამის მიზეზი მარტივია - ორკარიან „ფოკუსს“ ჯერჯერობით არ უშვებენ. არადა, ბევრი კლიენტი ასეთი ავტომობილის შეძენის სურვილს გამოთქვამს...

No comments:

Post a Comment