Thursday, October 18, 2012

ახალი „მაზდა3-ის“ ფოტოები - ჯერჯერობით არაოფიციალურად


Official Photos of All-New 2014 Mazda3 Hatchback and Sedan Allegedly Leaked
18 ოქტომბერი
ბრიტანულ გამოცემა „ავტოექსპრესის“ ვებგვერდმა გაავრცელა ფოტოებზე, რომლებზეც, ავტორთა თქმით, ახალი თაობის „მაზდა3-ის“ ოთხკარიანი სედანი და ხუთკარიანი ჰეჩბეკია გამოსახული. ფოტოებს თან ახლავს მწირი ინფორმაციაც, რომელიც გვატყობინებს, რომ ეს ავტომობილი ბაზარზე ზაფხულში გამოვა.

პირველ რიგში, საინტერესო ისაა, თუ როგორ მოხვდა ეს ფოტოები „ავტოექსპრესის“ ხელში. გამოცემა ირწმუნება, რომ ისინი არამარკირებული კონვერტებით მიიღო, რის შესახებაც, „მაზდას“ ბრიტანულ წარმომადგენლობას აცნობა. პასუხად კი კომპანიამ განაცხადა, რომ ფოტოებზე მომავალი სიახლის ციფრული ჩანახატებია წარმოდგენილი. ეს კი იმის სადემონსტრაციოდ გაკეთდა, რომ შესაძლებელი ყოფილიყო იმის დანახვა, თუ რამდენად კარგად მოერგო ახალი კორპორატიული სტილი (კოდო) სრულიად ახალ „მაზდა3-ს“. ამასთან, „მაზდას“ ბრიტანულ წარმომადგენლობაში ისიც თქვეს, რომ ეს არ არის რეალური ავტომობილი.
ეს ყველაფერი კი ნიშნავს, რომ ფოტოებზე ახალი „მაზდა3-ის“ პროტოტიპის ადრეული, ან დასრულებული ვერსიაა გამოსახული. ნებისმიერ შემთხვევაში, აშკარად იგრძნობა ამ ავტომობილის უახლეს „მაზდა6-თან“ და „მაზდა CX-5-თან“ ნათესაობა. ანუ, სახეზეა კორპორატიული სტილის დომინირება.
გარდა ამისა, ახლავე შეიძლება ითქვას, რომ ახალი „მაზდა3-ის“ წარმოებისას, ინტენსიურად გამოიყენებენ „სკაიაქტივ“ ტექნოლოგიებს, რაც შასის და ძარის შემსუბუქებას გამოიწვევს, ავტომობილი ეკონომიური და ეკოლოგიურად სუფთა აგრეგატებით აღიჭურვება, რომელთა შორისაც იქნება როგორც ბენზინზე, ასევე დიზელის საწვავზე მომუშავე ძრავები.

No comments:

Post a Comment