Friday, November 2, 2012

„ჰიუნდაი“ ძრავების სტრატეგიას განმარტავს


Hyundai Details Powertrain Strategy
2 ნოემბერი
„ძალური დანადგარების საერთაშორისო კონფერენციაზე“, რომელიც სამხრეთ კორეაში, „ჰიუნდაის“ კვლევისა და განვითარების ცენტრის მახლობლად, სასტუმრო „როლინს ჰილში“ ჩატარდა, კორეულმა კომპანიამ თავისი და მის ჯგუფში შემავალი „კიას“ ახლანდელი ძრავები და სატრანსმისიო სისტემები, ასევე ამ მიმართულებით სამომავლო გეგმები გააცნო.

სიახლეთაგან მთავარი, ბენზინის ტურბოძრავების ახალი ოჯახია, რომლებიც მაღალი სიმძლავრის გარდა, ეკონომიურობით და გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის მცირე შემცველობით იქნება გამორჩეული. „ჰიუნდაიმ“ სერია T-GDI (ტურბო გაზოლინ დაირექტ ინჯექტ - ტურბო ბენზინის უშუალო შეფრქვევის) ტექნოლოგიით შექმნილი 1.6 და 2.0-ლიტრიანი ძრავების გამოყენება უკვე დაიწყო.
ამჟამად კი ამავე ტექნოლოგიის უფრო მცირე ძრავებზე დანერგვა აქვს დაწყებული. კონფერენციაზე, კომპანიამ სერია „კაპას“ ახალი 1.0-ლიტრიანი TCI (ტურბოჩერჯერ ინტერქულერ - ტურბოდამჭირხნი საშუალედო გამაგრილებელი) და 1.2-ლიტრიანი T-GDI ძრავები წარადგინა.
1.0-ლიტრიანი TCI ძრავი 105 ცხენის ძალას და 137.3 ნიუტონმეტრ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებს. მისი ცილინდრების ბლოკი ალუმინისგანაა დამზადებული, შემშვები კოლექტორი და ძრავის ხუფი კი პლასტიკისგანაა დამზადებული. მის სტრუქტურაში, ტურბოკომპრესორია ინტეგრირებული.
ამ ორი ძრავის გარდა, კორეულმა კომპანიამ კონფერენციაზე ასევე „გამა“ სერიის 1.6-ლიტრიანი T-GDI და სერია „თეტას“ 2.0-ლიტრიანი T-GDI, ასევე ევრო 6 სტანდარტების შესაფერისი 2.0-ლიტრიანი დიზელის ძრავები იყო წარდგენილი. გარდა ამისა, დამსწრე საზოგადოებას სერია „კაპას“ უსაფეხურო ვარიატორი წარუდგინეს.
„ჰიუნდაი“ აცხადებს, რომ გლობალური გაყიდვების ზრდას იმითაც უწყობს ხელს, რომ ამათუიმ რეგიონის მყიდველს, შესაფერისი ბაზრისთვის მისაღებ აგრეგატებს სთავაზობს. მაგალითად, ამერიკისა და ჩინეთის ბაზრებზე, ისეთი ავტომობილების მიწოდებას გაზრდის, რომლებიც T-GDI ძრავებითაა აღჭურვილი. ისეთ ბაზრებზე კი, როგორიც მაგალითად ბრაზილიაა, სხვადასხვა საწვავზე მომუშავე ძრავებით აღჭურვილ ავტომობილებს შეიტანს. რა თქმა უნდა, მკაცრი კლიმტის მქონე ქვეყნების მყიდველებს, შესაფერის ძრავებს შესთავაზებს.

No comments:

Post a Comment