Friday, November 2, 2012

მარკიონე „ლანჩას“ დახურვას აპირებს

Marchionne plans to kill off Lancia
2 ნოემბერი

„ლანჩას“ დროც დადგა... ფაქტობრივად, მისი ისტორია დასრულებულია. ლეგენდარული იტალიური მარკა, ევროპის ფინანსურმა კრიზისმა შეიწირა. ზოგი კომპანია (ფორდი, მინი), კრიზისის გამო რბოლებში მონაწილეობას წყვეტს, ზოგმა კი გამოსავლად მთელი კომპანიისთვის წერტილის დასმა მიიჩნია...

ასე იქცევა „ფიატის“ და „კრაისლერის“ მთავარი აღმასრულებელი სერჯო მარკიონე, რომელმაც განაცხადა, რომ „ფიატის“ ამჟამინდელი ფინანსური კრიზისის დასაძლევად შემუშავებულ პროგრამას, სერიოზული სტრატეგიული კორექცია დასჭირდა. მოკლედ, „ლანჩასთან“ ერთად, მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოდელის, „სტრატოსის“ აღდგენის ყველა შანსიც იკარგება.
გერმანული გამოცემა „აუტომობილვოხე“ იუწყება, რომ „ლანჩას“ დახურვა, ახალი სტრატეგიის ნაწილია, რომელიც „ფიატის“ საწარმოო პროგრამის და სამოდელო გამის გაფართოებას ითვალისწინებს. ამ პროგრამის მიხედვით, იტალიური კომპანია პრემიუმ სეგმენტში შეღწევას ცდილობს. ამასთან, ტურინელთა მთავარ მოდელად კვლავ „პანდა“ დარჩება, რომელსაც მალე თავისი მარკით „ჯიპიც“ გამოუშვებს.
ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ფიატი“ წელს დაახლოებით 700 მილიონ ევროს იზარალებს. უფრო მეტიც, კომპანია ზარალიან მუშაობას კიდევ რამდენიმე წელი გააგრძელებს. „ლანჩას“ დახურვა კი „ფიატს“ ხარჯების შეკვეცის საშუალებას მისცემს.

No comments:

Post a Comment