Friday, November 2, 2012

მეორე პრაქტიკაზე ფეტელმა იმარჯვა

Vettel and Hamilton set pace in Abu Dhabi
2 ნოემბერი

ისევ ფეტელი და ჰამილტონი... მოკლედ, აბუ დაბიში ესენი ბატონობენ. მეორე პრაქტიკაზე საუკეთესო დრო გერმანელს ჰქონდა, ბრიტანელი კი მას 0.168 წამით ჩამორჩა. ორი პრაქტიკის ჯამშიც, მოქმედი ჩემპიონი და ჩემპიონატის ლიდერი უფრო სწრაფი იყო. და მაინც, ეს ჯერ არაფერს ნიშნავს. არც ის, რომ წინა სამი რბოლა მხოლოდ მათ აქთ მოგებული და იმ სამი რბოლის სტარტზე, მოწინავე რიგში მათ გარდა, სხვა არავინ მდგარა.

ამჯერად ფერნანდო ალონსო მეშვიდ დროს დასჯერდა, თუმცა მისთვის და „ფერარისთვის“ უფრო მთავარი ის აეროდინამიკური სიახლეებია, რომელთა გამოყენებასაც რბოლაში აპირებენ. შეგახსენებთ, რომ სეზონის დასრულებამდე სამი რბოლით ადრე, ის ფეტელს 13 ქულით ჩამორჩება.
შარშან აბუ დაბის რბოლის მოწინავე პოზიციაზე ფეტელი იდგა, მაგრამ მან ფინიშს ვერ მიაღწია, რისი მიზეზიც დაზიანებული საბურავი გახდა. ჰოდა, გამარჯვება ჰამილტონმა მოიპოვა. საინტერესოა ისიც, რომ დღევანდლი ორი პრაქტიკის ჩათვლით, აბუ დაბიში ჩატარებულ 11 თავისუფალ პრაქტიკაზე, საუკეთესო დროს მხოლოდ „მაკლარენის“ და „რედ ბულის“ პილოტები აჩვენებენ.
აღსანიშნავია, რომ ჰამილტონს ჩემპიონობის შანსები პრაქტიკულად აღარ აქვს. მომავალ სეზონში ის „მერსედესში“ გადადის და სურს, რომ გუნდს, რომელმაც ფ1-ის მწვერვალებისკენ გზა გაუკაფა, გამარჯვებით გადაუხადოს მადლობა. მითუმეტეს, „მაკლარენს“ ეს გამარჯვება, კონსტრუქტორთა პირველობაზე „რედ ბულთან“ ბრძოლაში სჭირდება. ბრიტანელი ამბობს, რომ რბოლას აგრესიულად დაიწყებს, რადგან დასაკარგი არაფერი აქვს. ფეტელი კი ფრთხილად იქნება, რადგან მისთვის რბოლიდან გამოთიშვა დაუშვებელია.

აბუ დაბის დიდი პრიზი
მეორე თავისუფალი პრაქტიკა
1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)               1:41.751
2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)            1:41.919
3. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                 1:42.412
4. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)                       1:42.466
5. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                   1:42.500
6. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                         1:42.532
7. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                   1:42.587
8. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            1:42.823
9. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)         1:42.998
10. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                         1:43.106
11. ბრუნო სენა (ბრაზილია, უილიამსი)                        1:43.191
12. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   1:43.200
13. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          1:43.255
14. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)                1:43.267
15. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)             1:43.578
16. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                        1:43.689
17. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)      1:44.260
18. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)           1:45.005
19. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, კატერჰემი)                 1:45.245
20. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი)              1:45.782
21. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია)                            1:46.589
22. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია)                          1:46.671
23. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია)                 1:46.707
24. ნარაინ კართიკეიანი (ინდოეთი, ისპანია)               1:47.406

No comments:

Post a Comment