Friday, November 2, 2012

„მაზდა“ RX-7-ის შემცვლელს 2017 წელს გამოუშვებს


Mazda RX-7 Successor Coming in 2017
2 ნოემბერი
„მაზდას“ ლეგენდარული, ვანკელისძრავიანი სპორტული ავტომობილი ბაზარს უბრუნდება. იაპონური კომპანიის მოდელი RX-7 2017 წელს გამოვა. ამგვარად, „მაზდას“ 5-წლიანი ჩავარდნა ექნება RX-8-ს წარმოების შეჩერებასა და ახალი RX-7-ის წარმოების დაწყებას შორის.

ეს ინფორმაცია, „მაზდას“ სპორტული ავტომობილების განყოფილების შეფმა ნობუჰირო იამამოტომ გაავრცელა, რომელმაც ისიც აღნიშნა, რომ RX-7-ის შემცვლელის წარმოება მაშინ დაიწყება, როდესაც „მაზდა“ თავისი პირველი ვანკელის ძრავით აღჭურვილი პირველი ავტომობილის - „კოსმოს“ გამოშვების 50 წლის იუბილეს აღნიშნავს.
ცნობილია ისიც, რომ ახალი ავტომობილისთვის, „მაზდა“ სრულიად ახალ როტორულ ძრავს ამზადებს. გავრცელებული ინფორმაციით, ესაა 1.6-ლიტრიანი ძრავი, რომლისგანაც პირველ სასტენდო ტესტებზე, 300 ცხენის ძალა მოხსნეს! ამასთან, იამამოტოს სიტყვებიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ ძრავი ატმოსფერულია.
კითხვაზე, აღიჭურვება თუ არა ახალი ძრავი ტურბოკომპრესორით, იამამოტო პასუხობს: „ამ მომენტში, ეს გადაწყვეტილი არაა. შესაძლოა, მომავალში მისი ტურბო ვერსიაც გამოვუშვათ. შეიძლება არც გამოვუშვათ“. ანუ, სტენდზე მდგარი ძრავი კომპრესორის გარეშე მუშაობს.

No comments:

Post a Comment