Friday, November 2, 2012

„პინინფარინას“ მოდელების გამოფენა „ფერარის“ მუზეუმში

Ferrari Museum opens exhibit celebrating works of Sergio Pininfarina
2 ნოემბერი
„ფერარის“ მუზეუმში, ლეგენდარულ დიზაინერ სერჯო პინინფარინას გამოფენა ოფიციალურად გაიხსნა. მუზეუმის სტუმრებს, სამი თვის განმავლობაში, საშუალება ექნებათ, პინინფარინას მიერ „ფერარისთვის“ შექმნილი რამდენიმე მოდელი იხილონ. იქვე შესაძლებელია იმ ერთჯერადი კონცეპტუალური ავტომობილების ხილვა, რომლებითაც ატელიე „პინინფარინა“ ყოველთვის აოცებდა ავტოგურმანებსა და საავტომობილო შოუების დამთვალიერებლებს.

სწორედ სერჯო პინინფარინა და მისი ატელიე, 1952 წლიდან ქმნიდნენ მარანელოელი კვიცების ლეგენდარული ავტომობილების ჯერ ესკიზებს, შემდეგ კონცეპტუალურ და ბოლოს, სერიულ მოდელებს. სწორედ მათმა ერთობლივმა მუშაობამ მიანიჭა სიტყვებს - იტალიური, სარბოლი ავტომობილი საერთო სარგებლობის გზისთვის, პლეიბოი და სხვა, განსაკუთრებული მნიშვნელობა.


გამოფენა 26 ოქტომბერს გაიხსნა და 7 იანვრამდე იმუშავებს. „ფერარის“ ახალ მუზეუმში, საშუალება გექნებათ, ნახოთ ისეთი ლეგენდარული ავტომობილები (სულ 22 ცალი), როგორიცაა: „33 GTC სპეჩალე“, ერთადრთი ოთხკარიანი, ექსპერიმენტული ავტომობილი „ფერარის“ ისტორიაში, რომლითაც ბელგიის პრინცესა ლილიანი გადაადგილდებოდა, 250 LM – ბოლო ავტომობილი, რომლითაც „ფერარიმ“ ლე მანის 24-საათიან რბოლაში (ჯერჯერობით) ბოლო გამარჯვება მოიპოვა, „500 მონდიალი“ და „250 MM ბერლინეტა“, კლასიკური მრბოლი „375 MM“, შესანიშნავი „BB ლე მანი“, მოკლებაზიანი „250 GT ბერლინეტა“, რომლითაც ლეგენდარულმა ბრიტანელმა სტირლინგ მოსმა ტურისტ ტროფი მოიგო, ასევე 1969 წლის ფ1-ის პროტოტიპი „სიგმა“ და სხვა. სულ გამოფენაზე 11 საგზაო ავტომობილია, რომლებიც წინაძრავიან და შუა-უკანა ძრავიან ჯგუფებადაა დანაწილებული. ცალკე ჯგუფებად დგას კონცეპტუალური და სარბოლი ავტომობილები.


გამოფენა კვირაში შვიდივე დღე იმუშავებს, სამუშაო დღე დილის 9:30-ზე იწყება და 18:00-ზე მთავრდება. გამოფენა მხოლოდ ორი დღე არ იმუშავებს - შობის დღესასწაულზე, 25 დეკემბერს და ახალი წლის დღეს - 1 იანვარს. უიშვიათესი ექსპონატების გარდა, დამთვალიერებლებს კატალოგის შეძენის საშუალებაც ექნებათ, რომელშიც „პინინფარინას“ მიერ შემუშავებული „ფერარის“ 100 მოდელია შეტანილი.















ვიდეო

No comments:

Post a Comment