Friday, November 2, 2012

პირველი პრაქტიკა ჰამილტონმა „მოიგო“

Hamilton fastest in first Abu Dhabi practice
2 ნოემბერი
აბუ დაბის დიდი პრიზის პირველ თავისუფალ პრაქტიკაზე, ორი უსწრაფესი მანქანა „მაკლარენს“ ჰყავდა. ლუის ჰამილტონმა საუკეთესო დრო აჩვენა, ჯენსონ ბატონი კი მას 0.333 წამით ჩამორჩა. შემდეგი ორი საუკეთესო შედეგი კი ტიტულის მოცილეებს - სებასტიან ფეტელს და ფერნანდო ალონსოს ჰქონდათ.

აღსანიშნავია, რომ შარან აბუ დაბის რბოლა ჰამილტონმა მოიგო. ამასთან, სამივე რბოლა, რომლებიც იას მარინაზე ჩატარებულა, წინა რიგიდან მხოლოდ ჰამილტონს და ფეტელს აქვთ დაწყებული. უფრო მეტიც, სამივე რბოლაში მხოლოდ ეს ორი პილოტი იმარჯვებდა. მოკლედ, აბუ დაბის დიდ პრიზზე ჯერჯერობით მხოლოდ „მაკლარენის“ და „რედ ბულის“ ეს პილოტები ბატონობენ.
კითხვაზე, რის გამოა, რომ მას და ჰამილტონს, აბუ დაბის ტრასისადმი ასეთი კარგი დამოკიდბულება რის გამო აქვთ, ფეტელმა უპასუხა: „არ ვიცი, იქნებ ლუისს ჰკითხოთ. იქნებ, პასუხი მას ჰქონდეს. ეს რთული ტრეკია, საკმაოდ გრძელია და ბევრი მოსახვევი აქვს. რამდენიმე ჩახვეული სექციაა, რის გამოც, ძნელია წრის უშეცდომოდ გავლა“.
აღსანიშნავია, რომ აბუ დაბიში ჰამილტონის შარშანდელი გამარჯვება მისი დედის დაბადების დღეს დაემთხვა, ვინც რბოლას ლოჟიდან ადევნებდა თვალს. ამჯერად ლუისს სტუმრად თავისი მამიდაშვილები ჰყავს, რომლებსაც პადოკში მეგზურობას უწევს და ყველაფერს ათვალიერებინებს.
აღსანიშნავია, რომ აბუ დაბიში „რედ ბულს“ კონსტრუქტორთა თასის განაღდება შეუძლია. ავსტრიულ გუნდს ამ თასს სწორედ „მაკლარენი“ ეცილება, რომელსაც რბოლის პირველი პრაქტიკასავით დასრულების შემთხვევაში, ტიტულის მოპოვების შანსი დაუბრუნდება.

აბუ დაბის დიდი პრიზი
პირველი თავისუფალი პრაქტიკა
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)            1:43.285 
2. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)                1:43.618 
3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)               1:44.050 
4. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                   1:44.366 
5. მარკ ვებერი (ავსტრალია, რედ ბული)                      1:44.542 
6. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)                 1:44.694 
7. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)         1:45.115 
8. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                     1:45.194 
9. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი)                    1:45.347 
10. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი)                       1:45.422 
11. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                          1:45.567 
12. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია)          1:45.587 
13. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                       1:45.722 
14. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი)                 1:45.743 
15. ჟიულ ბიანკი (საფრანგეთი, ფორს ინდია)               1:45.769 
16. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                         1:45.811 
17. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო)      1:46.649 
18. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო)           1:46.708 
19. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი)              1:47.418 
20. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია)                           1:47.891 
21. პედრო დე ლა როსა (ესპანეთი, ისპანია)                1:48.354 
22. მაქს ჩილტონი (ბრიტანეთი, მარუსია)                     1:48.887 
23. მა ქინჰუა (ჩინეთი, ისპანია)                                     1:50.487 
24. ხიედო ფან დერ გარდე (ჰოლანდია, კატერჰემი)დროის გარეშე

No comments:

Post a Comment