McLaren's Button wins Australian Grand Prix
18 მარტი
ჯენსონ ბატონის გამარჯვებით დასრულდა ფორმულა ერთის 2012 წლის სეზონის პირველი ეტაპი - ავსტრალიის დიდი პრიზი. ბატონმა სტარტი მეორე პოზიციიდან აიღო, თუმცა პირველ მოსახვევშივე შეასწრო თანაგუნდელ ლუის ჰამილტონს, რომელმაც რბოლა პოულიდან აიღო. აქედან მოყოლებული, ბატონმა მოწინავე პოზიცია მხოლოდ ორჯერ და ისიც მას შემდეგ დაკარგა, როცა ბოქსში რეზინის შესაცვლელად შევიდა. მის ლიდერობას საფრთხე არც მას შემდეგ შექმნია, რაც ტრასაზე პეისკარი გამოვიდა. რბოლის მიწურულს, ბრიტანელმა რამდენიმე უსწრაფესი წრე გაიარა და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვა.
ჯენსონ ბატონის გამარჯვებით დასრულდა ფორმულა ერთის 2012 წლის სეზონის პირველი ეტაპი - ავსტრალიის დიდი პრიზი. ბატონმა სტარტი მეორე პოზიციიდან აიღო, თუმცა პირველ მოსახვევშივე შეასწრო თანაგუნდელ ლუის ჰამილტონს, რომელმაც რბოლა პოულიდან აიღო. აქედან მოყოლებული, ბატონმა მოწინავე პოზიცია მხოლოდ ორჯერ და ისიც მას შემდეგ დაკარგა, როცა ბოქსში რეზინის შესაცვლელად შევიდა. მის ლიდერობას საფრთხე არც მას შემდეგ შექმნია, რაც ტრასაზე პეისკარი გამოვიდა. რბოლის მიწურულს, ბრიტანელმა რამდენიმე უსწრაფესი წრე გაიარა და დამსახურებული გამარჯვებაც მოიპოვა.
„ოჰ, ფანტასტიურია, სეზონის რა კარგი დასაწყისი გამოვიდა! მართლა ფანტასტიურია! ეს იმას ნიშნავს, რომ სეზონისთვის კარგად მოვემზადეთ. მანქანა შესანიშნავი და სწრაფია. გმადლობთ, ბიჭებო“, - რადიოთივე თანაგუნდელებს მადლობა გადაუხადა გამარჯვებულმა. სხვათა შორის, ბოლო ოთხ სეზონში, ბატონმა მესამედ მოიგო ავსტრალიური რბოლა. და ეს მის კარიერაში მოპოვებული მე-13 გამარჯვებაა. და კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი - ბატონი პირველი მრბოლია, ვინც სებასტიან ფეტელის პირველი ტრიუმფიდან მოყოლებული, ჩემპიონატს სათავეში მოექცა.
ბატონისგან განსხვავებით, ნარბოლევს დაღონებული იყო ჰამილტონი, ვინც ფინიშამდე ვერც მეორე ადგილი შეინარჩუნა და საბოლოოდ, მესამეს დასჯერდა. კვარცხლბეკზე მეორე ადგილი კი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა ფეტელმა დაიკავა, რომელიც შუა რბოლაში დაეწია ჰამილტონს და ბოლოს ტრასაზე პეისკარის გამოსვლით იხეირა - რუს ვიტალი პეტროვს მანქანა შუა გზაზე ერთი წრის შემდეგ რომ გაეჩერებინა, უსაფრთხოების მანქანაც უფრო გვიან გამოვიდოდა და ასე ჰამილტონს მეორე ადგილის შენარჩუნების მეტი შანსი ექნებოდა. თუმცა, ეს მხოლოდ ვარაუდია...
ბატონისგან განსხვავებით, ნარბოლევს დაღონებული იყო ჰამილტონი, ვინც ფინიშამდე ვერც მეორე ადგილი შეინარჩუნა და საბოლოოდ, მესამეს დასჯერდა. კვარცხლბეკზე მეორე ადგილი კი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა ფეტელმა დაიკავა, რომელიც შუა რბოლაში დაეწია ჰამილტონს და ბოლოს ტრასაზე პეისკარის გამოსვლით იხეირა - რუს ვიტალი პეტროვს მანქანა შუა გზაზე ერთი წრის შემდეგ რომ გაეჩერებინა, უსაფრთხოების მანქანაც უფრო გვიან გამოვიდოდა და ასე ჰამილტონს მეორე ადგილის შენარჩუნების მეტი შანსი ექნებოდა. თუმცა, ეს მხოლოდ ვარაუდია...
„ვფიქრობ, დღეს ჯენსონი დაუმარცხებელი იყო. მე კი მეორე ადგილით ალიან კმაყოფილი ვარ - საკმაოდ ბევრი ქულა ავიღე, რა გამომადგება. ჯერჯერობით, „მაკლარენი“ ლიდერია, თუმცა ვნახოთ, რა იქნება მალაიზიაში“, - განაცხადა ფეტელმა, ვინც ავსტრალიაში შარშან იოლი გამარჯვება მოიპოვა და გასული სეზონის 19-დან 11 რბოლა მოიგო.
რბოლა სტარტიდან მალევე დასრულდა რომენ გროჟანისთვის, რომელსაც მეორე წრეზე, გასწრებისას პასტორ მალდონადო შეეჯახა და წინა მარჯვენა ბორბალი დაუზიანა. სამწუხაროდ, ფრანგისთვის ასე უღიმღამოდ დასრულდა რბოლა, რომელშიც მისგან ყველა საკვალიფიკაციო სენსაციის გამეორებას ელოდა.
სამაგიეროდ, მალდონადო შეუდარებელი იყო. პილოტმა, ვისი ფორმულა ერთში მოსვლა და დარჩენაც, ვენესუელას სახელმწიფო ნავთობკომპანიამ უზუნველყო, მთელი რბოლა მოწინავეთა შორის გაატარა და რომ არა, ბოლო წრეზე დაშვებული შეცდომა, სასტარტო რბოლაშივე იმაზე მეტ ქულას მოიპოვებდა, ვიდრე გასულ სეზონში, მისმა გუნდმა მთელ სეზონში დააგროვა. სხვათა შორის, თითქმის მთელი რბოლის განმავლობაში, ის კვალში ედგა ფერნანდო ალონსოს, რომელმაც ვენესუელელს სტარტზევე გაასწრო.მეოთხე ადგილი მარკ უებერმა დაიკავა, ვინც სტარტზე რამდენიმე ადგილი დაკარგა და მთელი რბოლის განმავლობაში, ლოკალურ „ბრძოლებში“ მონაწილეობდა, პეისკარის გამოსვლის შემდეგ კი მეოთხეზე აღმოჩნდა და ბოლომდე შეინარჩუნა ეს პოზიცია. უფრო მეტიც, ბოლო 20 წრის განმავლობაში, ის კვალში ედგა ჰამილტონს, თუმცა ბრიტანელმა მისი რამდენიმე „მოკრძალებული“ შეტევა ადვილად მოიგერია. და მაინც, უებერისთვის მეოთხე ადგილი მაინც წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს - ეს მის მე-11 საშინაო რბოლაში საუკეთესო შედეგია.
ალონსომაც შესანიშნავად იასპარეზა. მთავარი ის კი არაა, რომ რბოლა მეხუთეზე დაასრულა. არამედ ის, რომ სტარტიდან ფინიშამდე, ლიდერებთან ჩამორჩენას მუდმივად აკონტროლებდა. მოკლედ, ესპანელმა თავისი F2012-დან, რომელიც „ფერარისვე“ აღიარებით, კონკურენტუნარიანი არაა, იმაზე მეტი გამოწურა, ვიდრე მანქანას შეეძლო. როგორ? ეს ალბათ მხოლოდ ალონსომ იცის.
„გუშინდლი კვალიფიკაციის შემდეგ, რბოლაში მეხუთე ადგილის დაკავება, როცა წინ მხოლოდ „მაკლარენი“ და „რედ ბული“ არიან, კარგი შედეგია, რომელმაც საკმაოდ ბევრი ქულა მომაპოვებინა“, - განაცხადა ალონსომ, ვინც სტარტი მე-12 ადგილიდან აიღო.
კიმი რაიკონენისთვის მეშვიდე ადგილი დიდი ვერაფერი მიღწევაა, მაგრამ ხომ გახსოვთ მისი სასტარტო ადგილი (მე-17, კვალიფიკაციაში მე-18 დრო ჰქონდა, მაგრამ კოლოფის შეცვლის გამო, სერხიო პერესი სტარტზე 5 ადგილით უკან დასწიეს)? ფინელს სტარტზე რამდენიმე ადგილით წინ წაწევა შეეძლო, მაგრამ იქვე მის წინ ავარია მოხდა, რის გამოც, მას ტემპის დაგდება მოუხდა და მოგებული პოზიციებიც იქვე დათმო. მერე კი „საუბერის“ ორ კერკეტ მრბოლს გადააწყდა და მათთან ბრძოლაში, მეშვიდე ადგილს დასჯერდა.
სხვათა შორის, მასზე გაცილებით შთამბეჭდავი წინსვლა ჰქონდა პერესს, რომელსაც რბოლის წინ გადაცემათა კოლოფი შეუცვალეს. ამის გამო, მან სტარტზე ხუთი ადგილით უკან დაიწია და ბოლო ადგილზე დადგა. რბოლა კი მერვე შედეგით დაასრულა. საინტერესოა, რომ შარშან, ამავე ტრასაზე შედგა მისი დებიუტი ფ1-ში და ისიც მერვე ადგილზე დაასრულა, თუმცა მოგვიანებით, სტიუარდებმა მისი და თანაგუნდელ კამუი კობაიაშის შედეგები (ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის გამო) გააუქმეს. ამჯერად, იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე ინციდენტში გაერია, პერესი დისკვალიფიკაციას გადაურჩა.
რბოლა უქულოდ დაასრულეს „მერსედესის“ პილოტებმა. მიხაელ შუმახერს, ვინც შესანიშნავი სტარტი აიღო, მე-11 წრეზე შეცდომა მოუვიდა და მან ბალახებში გაინავარდა. მართალია, მალევე დაბრუნდა ტრასაზე, მაგრამ მაშინვე ტემპი დააგდო და ბოქსებს მიაშურა, საიდანაც აღარ დაბრუნებულა. რაც შეეხება ნიკო როსბერგს, ბოლო წრეზე მან პერესს შეუტია, მაგრამ მექსიკელმა წარმატებით დაიცვა თავი. მათი მანქანები ოდნავ შეეხო ერთმანეთს, რამაც მხოლოდ გერმანელი დააზარალა და მან ფინიშის ხაზი მე-12 პოზიციაზე გადაკვეთა. რაც მთავარია, გუნდის შეფმა როს ბრაუნმა ნარბოლევს განაცხადა, რომ მათი მანქანა ზედმეტად ინტენსიურად ცვეთს რეზინს, რამაც ორივე პილოტის კონკურენტუნარიანობაზე უარყოფითად იმოქმედა.
სეზონის მეორე რბოლას ერთ კვირაში მალაიზიის სეპანგი უმასპინძლებს.ავსტრალიის დიდი პრიზი
მელბურნი, ალბერტ პარკი (58 წრე, 307.574 კმ)
1. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:34:09.565
2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული) +2.139
3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) +4.075
4. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული) +4.547
5. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი) +21.565
6. კამუი კობაიაში (იაპონია, საუბერი) +36.766
7. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ლოტუსი) +38.014
8. სერხიო პერესი (მექსიკა, საუბერი) +39.458
9. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ტორო როსო) +39.556
10. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია) +39.737
11. ჟან-ერიკ ვერნი (საფრანგეთი, ტორო როსო) +39.848
12. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) +57.642
13. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი) +1 წრე
14. ტიმო გლოკი (გერმანია, მარუსია) +1 წრე
15. შარლ პიკი (საფრანგეთი, მარუსია) +2 წრე
16. ბრუნო სენა (ბრაზილია, უილიამსი) +4 წრე
უსწრაფესი წრე: ჯენსონ ბატონი, 1:29.187, 56-ე წრე
გამოეთიშნენ
ფელიპე მასა (ბტაზილია, ფერარი) 47-ე წრე
ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, კატერჰემი) 42
ვიტალი პეტროვი (რუსეთი,კატერჰემი) 37
მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი) 11
რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 2
ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1
პილოტების კლასიფიკაცია
1. ჯენსონ ბატონი - 25 ქულა; 2. სებასტიან ფეტელი - 18; 3. ლუის ჰამილტონი - 15; 4. მარკ უებერი - 12; 5. ფერნანდო ალონსო - 10; 6. კამუი კობაიაში - 8; 7. კიმი რაიკონენი - 6; 8. სერხიო პერესი - 4; 9. დანიელ რიკიარდო - 2; 10. პოლ დი რესტა - 1
კონსტრუქტორთა პირველობა
1. მაკლარენ-მერსედესი - 40 ქულა; 2. რედ ბულ-რენო - 30; 3. საუბერ-ფერარი - 12; 4. ფერარი - 10; 5. ლოტუს-რენო - 6; 6. ტორო როსო-ფერარი - 2; 7. ფორს ინდია-მერსედესი - 1
No comments:
Post a Comment