Wednesday, September 5, 2012

მონცაზე გროჟანს დ’ამბროზიო შეცვლის


Lotus confirms Jerome d'Ambrosio will replace Romain Grosjean at Monza
5 სექტემბერი
„ლოტუსმა“ გამოაცხადა, რომ იტალიის დიდ პრიზზე, დისკვალიფიცირებულ ფრანგ რომენ გროჟანს ბელგიელი ჯერომ დ’ამბროზიო შეცვლის. შეგახსენებთ, რომ გროჟანმა ერთ რბოლაზე დისკვალიფიკაცია მას შემდეგ მიიღო, რაც მისმა ზედმეტად აგრესიულმა მანევრმა, ბელგიური რბოლის სტარტზე დიდი ავარია გამოიწვია.

„როდესაც ჯერომი მესამე პილოტად ავიყვანეთ, ჩვენ კონტრაქტი გავუფორმეთ ძალიან მონდომებულ და ნიჭიერ მრბოლს, რომელმაც შარშან მთელი სეზონის განმავლობაში იასპარეზა. ვფიქრობ, როდესაც ის საჭეს მიუჯდბა, ყველას დაგვარწმუნებს იმაში, რომ მასთან კონტრაქტის გაფორმება შეცდომა არ იყო. ის გუნდთან კარგადაა შეწყობილი და მუჯელოს ტესტებზე ბევრიც იშრომა. ახლა მას შანსი აქვს, მონცას ძალიან რთულ ტრეკზე, მანქანით, რომელსაც კვარცხლბეკზე მისვლა შეუძია, კარგი შედეგი აჩვენოს“, - ამბობს „ლოტუსის“ შეფი ერიკ ბუიე.
გასულ სეზონში დ’ამბროზიომ „ვირჯინის“ (ახლანდელი მარუსია) ბოლიდით იასპარეზა, ამ სეზონის წინ კი ადგილი შარლ პიკს დაუთმო. ამის შემდეგ, იტალიური წარმოშობის მრბოლი ენსტოუნში მიიწვიეს, სადაც სარეზერვო მრბოლის ადგილი შესთავაზეს.
„მონცა ფანტასტიური ტრასაა. ერთი სული მაქვს, როდის დაიწყება თავისუფალი პრაქტიკები. როგორც მესამე მრბოლი, გუნდთან ერთად, ყოველ დიდ პრიზზე ვმუშაობდი, ვესწრებოდი ყველა ბრიფინგს და პილოტების სხვა შეხვედრებს. ასე რომ, ახალი გამოწვევისთვის მზად ვარ. მონცა ძალიან ტექნიკური ტრასაა და ამიტომ, მისი შეუფასებლობა არაფრით არ შეიძლება. ძალიან მინდა, გუნდის იმედები გავამართლო მის მარაგს ქულები შევმატო. ამ რბოლის შემდეგ, საჭის რგოლს ისევ რომენს ჩავაბარებ. მანამდე კი იმედი მაქვს, თავის გამოჩენას შევძლებ“, - ამბობს დ’ამბროზიო.


ასევე წაიკითხეთ:
ერთი-ერთზე ლე მანთან


40 წელი ინდი 500-ზე „მაკლარენის“ პირველი გამარჯვებიდან

http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/05/40-500.html


ძანარდი ინდი 500-ზე ოცნებობს

No comments:

Post a Comment