Wednesday, September 5, 2012

„მაკლარენი“ შეიძლება ელექტრომობილების ფორმულა E-ში ჩაებას

McLaren Looking to Enter FIA Formula E
5 სექტემბერი
2014 წელს სტარტს აიღებს ფორმულა E - ელექტრული ღიაბორბლიანი ავტომობილების სარბოლო სერია, რომელშიც შესაძლოა, მონაწილეობა სახელოვანმა ბრიტანულმა გუნდმა „მაკლარენმაც“ მიიღოს.
„ვინ იცის, შესაძლოა, ამაში მონაწილეობა ჩვენც მივიღოთ. ეს კარიგ ინიციატივაა და ჩვენ მოხარულნი ვიქნებით, მასში მონაწილეობა მივიღოთ“, - ამბობს „მაკლარენის“ ფ1-ის საჯინიბოს შეფი მარტინ უიტმარში. თუმცა იქვე დასძენს, რომ ამჟამად ეს საკითხი არ განიხილება.
ჯერჯერობით, სერია ფორმულა E ფორმირების ეტაპზეა. მის ორგანიზატორებს FIA-სგან უკვე მიღებული აქვთ ლიცენზია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ადრე თუ გვიან, ელექტრომობილების ფორმულა ერთს ვიხილავთ. შემდეგ კი, თუ გავითვალისწინებთ, რომ ავტოინდუსტრიაში ელექტრომობილების ტრენდი ყალიბდება, შეიძლება ადვილად ვივარაუდოთ, რომ ფორმულა E დიდ ავტომწარმოებლებს აუცილებლად დააინტერესებს.

„მაკლარენისთვის“ კი ფორმულა E მაშინვე გახდება ინტერესის სფერო, როგორც კი ელექტრიფიკაცია სუპერ ავტომობილებსაც, ანუ უოკინგელების ინტერესის სფეროს შეეხება. სხვათა შორის, „მაკლარენი“ ფორმულა ერთისა და ნასქარ-ის სერიისთვის კონტროლის ელექტრონულ სისტემებს ამზადებს. გარდა ამისა, ჰიბრიდული და ელექტრული ავტომობილებისთვის, 120-კილოვატიან ელექტრულ ძრავებსაც აწარმოებს.



ასევე წაიკითხეთ

ელექტრულმა ფორმულამ FIA-ს ლიცენზია მიიღო




ბასკური „ჰირიკო ფოლდი“ ევროპის დაპყრობას მალე დაიწყებს



No comments:

Post a Comment