Wednesday, September 5, 2012

„კასკადა“ – „ოპელის“ ახალი კაბრიოლრტი

New Opel Convertible is called Cascada
5 სექტემბერი
„ოპელმა“ და მისმა ბრიტანულმა ტყუპისცალმა „ვოქსოლმა“ გამოაქვეყნეს მათი უახლესი ღია ავტომობილის ფოტო ტიზერი, ავტომობილის, რომელსაც „კასკადა“ უწოდეს. სახელი „კასკადა“ არის ესპანური სიტყვა, რომელიც ჩანჩქერს ნიშნავს, ასო „ა“ კი „ოპელის“ ტრადიციისამებრ არის დამატებული - ამ კომპანიის ყველა მოდელის სახელი სწორედ ამ ასოზე მთავრდება.
„კასკადა“ არის საშუალო ზომის ოთხადგილიანი კაბრიოლეტი, რომლის სიგრძეც 4.70 მეტრია. ამგვარად, ის „ბეემვეს“ მე-3 სერიის (4.61 მ) და „აუდს“ A5 (4.62 მ) კაბრიოლეტებზე გრძელია. „ოპელს“ ამ ავტომობილის შესახებ ბევრი ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია. სავარაუდოდ, ის „ასტრას“ დაგრძელებულ პლატფორმაზეა ბაზირებული. არაა გამორიცხული, რომ ზოგიერთი ნაწილი მას „ინსიგნიასგანაც“ მიეღო.
„ოპელი“ ამაყად აცხადებს, რომ ახალი კაბრიოლეტი, ერთ დროს პოპულარული „კაპიტანის“ და „რეკორდის“ ტრადიციებს გააგრძელებს. „კასკადამ“ გერმანული კომპანიის გამაში, „ასტრა ტუინ ტოპი“ უნდა შეცვალოს. ოღონდ, მისგან განსხვავებით, რბილი მოსახსნელი სახურავითაა აღჭურვილი, რომელიც ღილაკზე ერთი დაჭერით, მაშინაც კი იშლება ან იკეცება, როცა ავტომობილი 48 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს.
„კასკადა“ მესამე სრულიად ახალი ავტომობილია, რომელიც „ოპელმა“ წარმოადგინა. პირველი ორი მინი ქროსოვერი „მოკა“ და პატარა სპორტსმენი „ადამია“. ამგვარად, რიუსელსჰაიმელებმა მათთვის სრულიად ახალ სამ სეგმენტში შეაბიჯეს. აღსანიშნავია, რომ „ოპელი“ ამ ავტომობილს პარიზის მოტორ შოუზე არ წარადგენს. პარიზში კომპანიის მთავარი პერსონაჟი „ადამი“ იქნება. სავარაუდოდ, „კასკადას“ პრემიერა ჟენევის მოტორ შოუზე შედგება და მისი გაყიდვებიც ამის შემდეგ
დაიწყება.


ასევე წაიკითხეთ

„ფოლკსვაგენ გოლფი“ მეშვიდე სიცოცხლეს იწყებს 

No comments:

Post a Comment