Wednesday, September 5, 2012

ჰამილტონი „მერსედესში“ არ გადადის

McLaren say no truth in Hamilton to Mercedes report
6 სექტემბერი

„მაკლარენმა“ უარყო ბიბისის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლუის ჰამილტონი გუნდს ტოვებს და მომავალი სეზონიდან, „მერსედესში“ მიხაელ შუმახერის ადგილს დაიკავებს. „ლუის ჰამილტონის მენეჯერებს ვესაუბრეთ და მათ გვითხრეს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“, - როიტერსთან საუბრისას განაცხადა „მაკლარენის“ წარმომადგენელმა.
ეს თემა აქტუალური იტალიური ეტაპის წინ გახდა, როდესაც სატელევიზიო რეპორტაჟისას, ფ1-ის გუნდის ყოფილმა მფლობელმა ედი ჯორდანმა განაცხადა, გავიგე, მოლაპარაკება ჰამილტონსა და „მერსედესს“ შორის პრაქტიკულად დასრულებულია და პირობები შეთანხმებულიაო.
„გავიგე, რომ ჰამილტონმა და „მერსედესმა“ პრაქტიკულად მიაღწიეს შეთანხმებას და პირობებიც შეათანხმეს. რამდენიმე კვირის წინ, ტელევიზიით განვაცხადე, რომ ვგრძნობ, ლუისი სხვაგან გადასვლას აპირებს, მაგრამ მაშინ ვივარაუდე, რომ „ფერარიში“ მიდიოდა. როგორც ვიცით, ეს არასწორი გამოდგა, თუმცა ახლა შემიძლია დავადასტურო, რომ მისი მენეჯერები „მერსედესთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებენ“, - განაცხადა ჯორდანმა.
მაგრამ ჰამილტონის წარმომადგენელი ამბობს, რომ ბრიტანელი მრბოლის მენეჯერები მოლაპარაკებას „მაკლარენთან“ აწარმოებენ და მოლაპარაკების თემა ახალი კონტრქატია. მაგრამ მისივე თქმით, ახლა ლუისისთვის მთავარი მონცას რბოლა და ჩემპიონატში პოზიციის გაუმჯობესებაა.
რაც შეეხება შუმახერს, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს ამ სეზონის შემდეგ, „მერსედესთან“ კონტრაქტი (სამწლიანი) უმთავრდება. 43 წლის გერმანელს ნათქვამი აქვს, რომ ოქტომბრამდე თავის მომავალზე განცხადების გაკეთებას არ გეგმავს. შეგახსენებთ, რომ რაც ფ1-ში დაბრუნდა, შუმის ჯერ რბოლა არ მოუგია და კვარცხლბეკზეც ერთადერთხელ ავიდა.
ჰამილტონს, ვინც 27 წლისაა, სხვა გუნდში არასდროს უასპარეზია. უფრო მეტიც, ფ1-მდე მიღწევას „მაკლარენს“ უნდა უმადლოდეს, რომელიც თინეიჯერობიდან უჭერდა მხარს. როგორც ამბობენ, მათ შორის მოლაპარაკება სეზონის დასაწყისიდან მიმდინარეობს, თუმცა გუნდის შეფ მარტინ უიტმარშს ნათქვამი აქვს, რომ რეალური მოლაპარაკება, ზაფხულის არდადეგებამდე არ ყოფილა.


ასევე წაიკითხეთ:
ერთი-ერთზე ლე მანთან



40 წელი ინდი 500-ზე „მაკლარენის“ პირველი გამარჯვებიდან

http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/05/40-500.html


ძანარდი ინდი 500-ზე ოცნებობს

No comments:

Post a Comment