Monday, September 10, 2012

„ონიქსი“ – „პეჟოს“ კონცეპტუალური სუპერ ავტომობილი (ვიდეო)


Peugeot Teases New Onyx Supercar Concept for Paris Motor Show
10 სექტემბერი
პარიზის მოტორ შოუზე, ფრანგული „დიდი სამეული“ (პეჟო, სიტროენი და რენო) ყოველთვის განსაკუთრებულად აქტიურობს. და ძალიან გასაკვირი იქნება, თუ ამჯერადაც ასე არ იქნება. თუმცა, ახლავე შეიძლება იმის თქმა, რომ ფრანგები არ მოგვაწყენენ. ამის ერთ-ერთი დასტურია „პეჟოს“ კონცეპტუალური სუპერ ავტომობილი, სახელად „ონიქსი“, რომლის ოთხი ფოტო და ერთი ვიდეო ტიზერიც, „ლომებმა“ შოუს დაწყებამდე ოცი დღით ადრე გაავრცელეს.



„ონიქსის“ შესახებ ჯერ ოფიციალური ინფორმაცია არ გამოქვეყნებულა. მხოლოდ ერთი რამის თქმა შეიძლება და ამაშიც ფოტო ტიზერები გვეხმარება - ავტომობილი შუაძრავიანია. ინტერნეტ გამოცემა „ავტობლოგის“ ესპანური შტოს მიერ მოპოვებული ინფორმაციით კი, „ონიქსი“ ჰიბრიდული აგრეგატითაა აღჭურვილი, რომელშიც ბენზინზე მომუშავე 1.6-ლიტრიანი ტურბოძრავი (სიმძლავრე 250 ცხ/ძ) და ელექტროძრავია გაერთიანებული. ამასთან, ჰიბრიდული სისტემის ჯამური სიმძლავრე 400 ცხენის ძალას აღწევს.

ვიდეო


ასევე წაიკითხეთ

როგორი შეიძლება იყოს „ფერარი F70“


ქართული ”ლამბორგინი”


„მაკლარენ X-1“ - ავტომობილი მხოლოდ ერთი კლიენტისთვის


No comments:

Post a Comment