Monday, September 10, 2012

სამგანზომილებიან პრინტერზე დაბეჭდილი ავტომობილი


3D-printed electric car is inspired by swimsuits
10 სექტემბერი
კონკურსი ფორმულა სტუდენტი მთელს მსოფლიოში სულ უფრო პოპულარული ხდება. სახელიდანაც ჩანს, რომ ეს სტუდენტური აზროვნების ფესტივალია, რომელიც უპირველესად, საავტომობილო ინდუსტრიას უკავშირდება. ამ ფესტივალისთვის მზადებისას, სტუდენტები არამხოლოდ ინჟინრულ აზროვნებაში ვარჯიშობენ, არამედ თავადვე შოულობენ დაფინანსების წყაროს და თავადვე აგვარებენ ლოჯისტიკურ, თუ მაკომპლექტებლების შერჩევის და მიწოდების საკითხებს. მოკლედ, ფორმულა სტუდენტი თანამედროვე ინჟინერთა სამჭედლოა.

და თუ ადრე სტუდენტები არსებული ტექნოლოგიების მოხერხებულად გამოყენებას ცდილობდნენ, უკვე გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებიც თავისუფლად შეიძლება ინდუსტრიაში ნოვატორებადაც კი ჩაითვალონ. ბელგიელ სტუდენტთა ჯგუფმა სახელად „ფორმულა გრუპ T“, შეიმუშავა ავტომობილი, სახელად „აერიონ“ (აერიონი არის მითოლოგიური ცხენი, რომელიც ძალიან სწრაფიცაა და უკვდავიც), რომლის ძარაც მეტწილად სამგანზომილებიან პრინტერზეა დაბეჭდილი...
თავიანთი იდეის განსახორციელებლად, ბელგიელმა სტუდენტებმა კომპანია „მეტერიელაიზის“ გიგანტური სტერეოლითოგრაფიული დანადგარი გამოიყენეს. ამ დანადგარს 2100-680-800 ზომის ფიგურების „ბეჭდვა“ შეუძლია. ეს კი საკმარისია იმისათვის, რომ „აერიონის“ ძარა დაბეჭდილიყო. არანაკლებ საინტერესოა ისიც, რომ სამგანზომილებიანი პრინტერის საშუალებით, შესაძლებელი გახდა ძარის წინა ნაწილის სპეციფიკური მასალით დაფარვა. ზუსტად იმ მასალით, რომელსაც სპორტული საცურაო კოსტუმების მწარმოებლები იყენებენ. ეს მასალა მაქსიმალურადაა მიახლოებული ზვიგენის კანის შემადგენლობასთან და მკვეთრად ამცირებს ზედაპირის აეროდინამიკურ წინააღმდეგობას (არავის გაუკვირდეს, თუ ამ ტექნოლოგიას მალე ფ1-ის ბოლიდების წარმოებაშიც დანერგავენ).
ალბათ, ეს საკმარისია იმისათვის, რომ „აერიონს“ სტუდენტური აზროვნების შედევრი ეწოდოს! მაგრამ ისტორია აქ არ მთავრდება:
ყველა ავტომობილს სჭირდება მამოძრავებელი ძალა და ამ მხრივაც, „აერიონი“ ავტოინდუსტრიის ავანგარდშია. მის ბაზაში მოთავსებულია საკმაოდ მძლავრი, 85 კილოვატი სიმძლავრის ელექტროძრავი, რომელსაც ენერგიით 50-ვოლტიანი ლითიუმ პოლიმერული ელემენტების ბლოკი კვებავს. ამ ძრავის მეშვეობით, „აერიონს“ ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა შეუძლია, მაქსიმალური სიჩქარე კი 140 კმ/სთ-ს აღწევს.
სტუდენტებმა იმაზეც იზრუნეს, რომ ავტომობილი რაც შეიძლება მსუბუქი გამოსულიყო. შასის დამზადებისას მათ მაქსიმალურად გამოიყენეს კომპოზიციური მასალები, A-ფორმის საკიდარის ბერკეტებიც კი კარბონის კომპოზიტისგან დაამზადეს. მბიძგველები კი ტიტანისაა.


ასევე წაიკითხეთ

ბასკური „ჰირიკო ფოლდი“ მოქმედებაში (ვიდეო)


No comments:

Post a Comment