10 სექტემბერი
ალექს ძანარდიმ ლონდონის პარალიმპიურ თამაშებზე
მესამე, ამჯერად ვერცხლის მედალი მოიპივა და განაცხადა, რომ შესაძლოა, რიო დე
ჟანეიროს პარალიმპიურ თამაშებშიც მიიღოს მონაწილეობა. ფორმულა ერთის ყოფილმა
პილოტმა ვერცხლის მედალი გუნდურ დროზე რბოლაში, იტალიის კვარტეტთან ერთად მოიპოვა.
მანამდე კი, ორი ოქრო ინდვიდუალურ დროზე და საგზაო რბოლებში ჰქონდა მოგებული.
სამივე მედალს ის ბრენდს ჰეჩზე ასპარეზობისას
დაეუფლა, სადაც თავის მრბოლის კარიერაში, მეორე ადგილზე მაღალი საფეხური არასდროს
დაეკავებინა. ბრენდს ჰეჩზე 1991 წელს, ფორმულა 3000-ის რბოლა სწორედ მეორე ადგილზე
აქვს დასრულებული.
„შესაძლოა, ამის დრო რიოს თამაშებისთვისაც მქონდეს.
ჩემთვის ახლა მთავარია, რომ ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდე, ჩემი ბიჭი სკოლაში
ვატარო და სხვა მსგავს საქმეებს მოვეკიდო. მაგრამ თუ რამე შანსი მექნა, აუცილებლად
ვეცდები გამოყენებას. სირცხვილი იქნება მათზე უარის თქმა“, - ამბობს ძანარდი.
გუნდურ დროზე რბოლაში, ბრენდს ჰეჩის ტრეკზე ცხრა
წრე იყო გასავლელი, რომელთაგან თითო მრბოლი თითო წრეს გადიოდა. ძანარდის, როგორც
ორი ოქროს მფლობელს, იტალიელებმა ბოლო წრე ანდეს. როდსაც მან ესტაფეტა მიიღო,
იტალიას მესამე ადგილი ეკავა. ძანარდიმ ფრანგს გაასწრო, მაგრამ ამერიკელს ვეღარ
დაეწია, მასთან 43 წამი წააგო. თავად კი საბოლოოდ, 8 წამით აჯობა შვეიცარიელ
მეტოქეს.
„როდესაც რამეს იგებ, ეს დიდებულია, მაგრამ გუნდთან
ერთად გამარჯვებას ვერაფერი შეედრება. ყველა ჩვენგანმა საკუთარი სხეულისგან
ყველაფერი გამოწურა მიზნის მისაღებად. რა თქმა უნდა, ჩვენ განსხვავებული
კატეგორიის მრბოლები ვართ, მაგრამ ამ სპორტის მთავარი მუღამი სწორედ ესაა.
ჩვენთვის ეს ნამდვილი სანახაობა იყო“, - განაცხადა ძანარდიმ, ვინც არ მალავს, რომ
საავტომობილო რბოლებში, კონკრეტულად კი ინდი 500-ზე ასპარეზობაზე ოცნებობს.
შეგახსენებთ,
რომ მას ჩემპკარის (ინდიქარ-ის ნაწილი) ორი ტიტული აქვს მოპოვებული, მაგრამ ინდი
500-ზე არასდროს გამოსულა.
ასევე წაიკითხეთ:
40 წელი ინდი 500-ზე „მაკლარენის“ პირველი გამარჯვებიდან
No comments:
Post a Comment