Monday, June 27, 2011

„ნისანის“ გეგმა - ყოველ 6 კვირაში ერთი ახალი ავტომობილი

Nissan will Introduce a New Vehicle Every Six Weeks for Six Years
27 ივნისი
„ნისანმა“ თავისი ექვსწლიანი ბიზნეს გეგმა გამოაქვეყნა, რომელიც ახალ ბაზრებსა და სეგმენტებზე შეღწევას ითვალისწინებს, რისი წყალობითაც, გაყიდვების და მოგების გაზრდას შეძლებს. ამ მიზნის მისაღწევად კი, გვპირდება, რომ ყოველ 6 კვირაში, ბაზარზე თითო სრულიად ახალ ავტომობილს გამოუშვებს. გეგმა, სახელად „ნისან პაუა 88“, ხუთწლიანია და 2011 წლიდან, 2016 წლამდე მოქმედებს.
იაპონური კომპანია მოელის, რომ ამ გეგმის მიხედვით, ის მსოფლიო ბაზრის დაახლოებით 8 პროცენტს დაეუფლება და საოპერაციო მოგებასაც 8 პროცენტამდე გაზრდის. ახალი ავტომობილების ასე ხშირად გამოშვების შედეგი ის იქნება, რომ გეგმის შესრულების შემთხვევაში, „ნისანის“ სამოდელო გამა 66 ავტომობილამდე გაიზრდება. ამგვარად, ის მსოფლიოს ბაზრის 92 სემგენტზე იქნება წარმოდგენილი.
რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ნულოვანი და მცირე გამონაბოლქვის მქონე ავტომობილების წარმოებას, რაშიც „ნისანს“ პარტნიორობას მისი თანაალიანსელი „რენო“ უწევს. ერთობლივი ძალისხმევით, აღნიშნული გეგმით სამოქმედო პერიოდში ისინი ამ ტიპის 1.5 მილიონ ავტომობილს გამოუშვებენ.
„გეგმა „ნისან პაუა 88“ ჩვენი კომპანიის ზრდისა და განვითარების საგზაო რუქაა. მის შესაბამისად, ჩვენ კომპანიის განვითარებას დავაჩქარებთ, წარმოებაში მეტ სიახლეს დავნერგავთ და ჩვენს პროდუქციას და სერვისს მეტ მიმზიდველობას შევძენთ. რაც მთავარია, სუფთა გამონაბოლქვის მქონე ავტომობილების წარმოებას გავზრდით, 21-ე საუკუნის მთავარი გამოწვევაა“, - გეგმის წარდგენისას განაცხადა „ნისანის“ პრეზიდენტმა და მტავარმა აღმასრულებელმა კარლოს გონმა (ფოტოზე).
გეგმა „ნისან პაუა 88“ ითვალისწინებს: 90 ახალი ტექნოლოგიის დანერგვას, მთელს მსოფლიოში არსებული სადილერო ქსელის 7.5 ათასამდე გაზრდას, ბრაზილიაში ახალი ქარხნის მშენებლობას, პრემიუმ ბრენდ „ინფინიტის“ სამოდელო გამის 10-მდე გაზრდას, რისი წყალობიტაც, პრემიუმ სეგმენტში „ინფინიტიმ“ მსოფლიო ბაზარზე 10-პროცენტიანი წილი უნდა მოიპოვოს. განსაკუთრებული ყურადღება ჩინეთისა და ინდოეთის ბაზრებს მიექცევა, სხვათა შორის, მალე ჩინეთში „ნისანის“ საწარმოო სიმძლავრეები 1.2 მილიონ ავტომობილს მიაღწევს, ამან კი იაპონურ კომპანიას, ცისქვეშეთის ბაზრის 10 პროცენტის დაუფლების საშუალება უნდა მისცეს.

No comments:

Post a Comment