Monday, June 27, 2011

„ტოიოტა ქამრი“ - ყველაზე ამერიკული ავტომობილი

Study Reveals Toyota Camry as the Most American Car
27 ივნისი
ინტერნეტ გამოცემა „ქარზ-ის“ მიერ ჩატარებულმა ტრადიციულმა გამოკვლევამ, „ყველაზე ამერიკული“ ავტომობილის წოდება ისევ „ტოიოტა ქამრის“ მიანიჭა, რომელიც ამ წოდებას, უკვე მესამე წელია, სხვას არ უთმობს.
კვლევის დროს, მხედველობაში მიიღება ავტომობილების მაკომპლექტებლების და თვითონ ავტომობილების წარმოების ადგილი. ასევე ამერიკაში გაყიდვების მოცულობა. კვლევა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მისი შედეგები, ამერიკელი მყიდველის განწყობაზე მოქმედებს. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, „ტოიოტა ქამრი“ ამერიკული კომპანიების მიერ წარმოებულ ავტომობილებთან შედარებიტაც კი, „უფრო ამერიკულია“.
„თანამედროვე გლობალურ ეკონომიკაში, ძალიან ძნელი დასადგენია, თუ რამდენად მაღალია ამერიკულობის წილი იმ ავტომობილებში, რომლებიც ამერიკის ბაზარზე იყიდება. მაგალითად, ის ავტომობილები, რომელთა აწყობაც ამერიკაში ხდება, ხშირად მეტწილად უცხოეთიდან შემოტანილი ნაწილებითაა დაკომპლექტებული. ამასთან, ამერიკული კომპანიები ხშირად თავიანთ პროდუქციას კანადასა და მექსიკაში აწარმოებენ, უცხოელები კი ქარხნებს ამერიკაში აწარმოებენ სადაც ამერიკული ბაზრისთვის განკუთვნილ ავტომობილებს აწარმოებენ. ჩვენი კვლევა იმისთვის ტარდება, რომ ავტომობილის შეძენამდე, მყიდველს არჩევანში დავეხმაროთ“, - ამბობს ინტერნეტ გამოცემა „ქარზ.კომ-ის“ მთავარი რედაქტორი პატრიკ ოლსენი.
გამოცემის „ამერიკულობის“ რეიტინგის მოწინავე ათეულში, „ტოიოტას“ კიდევ ორი მოდელი - დიდი ზომის პიკაპი „ტუნდრა“ (მე-9 ადგილი) და მინივენი „სიენა“ (მე-6) შევიდა. ათეულში სამი ავტომობილითაას წარმოდგენილი „ჯენერალ მოტორსიც“. მისი ყველაზე ამერიკული მოდელებია: სედანი „შევროლე მალიბუ“ (მე-3), ქროსოვერი „შევროლე ტრავერსი“ (მე-8) და ქროსოვერი „GMC აკადია“ (მე-10). ათეულში „ჰონდას“ ორი მოდელი, ასევე თითო „კრაისლერი“ და „ფორდი“ შევიდა.
მიუხედავად იმისა, რომ იაპონიაში მომხდარმა სტიქიამ „ტოიოტას“ საწარმოო ციკლი მნიშვნელოვნად შეაფერხა და პარალელურად, იაპონურ კომპანიას მსოფლიო ლიდერობას ამერიკული „ჯენერალ მოტორსი“ ეცილება, „ტოიოტა ქამრი“ მაინც ამერიკის ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავტომობილია. ოლსენი ირწმუნება, რომ ამ ავტომობილის პოპულარობაზე სწორედ მისი „ამერიკულობის“ მაღალი ხარისხიც ახდენს გავლენას. „ამერიკელებში პატრიოტიზმის გრძნობა კარგადაა განვითარებელი და მათთვის დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ მათ მიერ შეძენილი ავტომობილის წარმოებაში, მეტწილად ამერიკელები არიან დასაქმებულები“, - დასძენს ოლსენი.

No comments:

Post a Comment