Monday, June 27, 2011

იაპონელმა მონსტრმა მთა დაიპყრო

Monster Tajima breaks 10-minute barrier, captures sixth consecutive victory
27 ივნისი
ალპინიზმი არაფერ შუაშია... მთას პაიკს პიკი ჰქვია, მონსტრი კი იაპონელი მრბოლის, ნობუჰირო ტაძიმას მეტსახელია. კაცისა, ვისაც ლეგენდარული და მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი რბოლა - პაიკს პიკი უკვე ზედიზედ ექვსჯერ აქვს მოგებული. და რაც მთავარია, მან დიდი ხნის ოცნება აისრულა - თავისივე რეკორდი გააუმჯობესა და სამთო ტრასა, რომლის სიგრძეც 19.99 კილომეტრია, სტარტსა და ფინიშს შორის ამპლიტუდა კი 1 439 მეტრი, პირველმა გაიარა 10 წუთზე ნაკლებში.

რბოლის დსტანცია მან 9 წუთსა და 51.278 წამში გაიარა. ეს კი დაახლოებით აწი წამით სჯობს მის მიერვე 2007 წელს დამყარებულ რეკორდს. ტაძიმამ დაახლოებით 18 წამით აჯობა თავის მთავარ კონკურენტს ამერიკიდან, რის მილენს, ვინც „ჰიუნდაის“ ძრავით აღჭურვილი ავტომობილით იასპარეზა. სხვათა შორის, ნარბოლევს მილენმა განაცხადა, რომ ფინიშამდე 6 კილომეტრით ადრე, მის მანქანაზე მუხრუჭები მწყობრიდან გამოვიდა, რის გამოც, რბოლის ტემპი დაეცა. მრბოლის აზრით, დაზიანებული მუხრუჭების გამო, ყოველ მოსახვევში ის დაახლოებით ორ წამს კარგავდა...
ტრასაზე ვერც კი გამოვიდა ტაძიმას კიდევ ერთი ამერიკელი კონკურენტი უოლი დალენბახი, ვინც ჯერ მანქანის დაძვრა ძლივს შეძლო, კილომეტრნახევრის შემდეგ კი ნახევარღერძები დაემტვრა. არადა ვარჯიშებზე, თავისი 1 300-ცხენისძალიანი მანქანით, საუკეთესოთა შორის იყო. შეუზღუდავ მანქანებში მესამე შედეგი აჩვენა სარბოლო „დაჩია დასტერით“ (850-ცხენისძალიანით) მოასპარეზე ფრანგმა ჟან-ფილიპ დაირომ, ვინც გამარჯვებულს (ტაძიმა მის მიერვე მოდიფიცირებული სუძუკი SX4-ით ასპარეზობდა, რომლის ძრავიც 910 ცხენის ძალას ავითარებს) მხოლოდ 26 წამით ჩამორჩა.
კლას „2WD ტაიმ ატაკში“ სარეკორდო შედეგით გაიმარჯვა რის მილენის მამა როდ მილენმა, ვინც თავისი შვილის კუთვნილი „ჰიუნდაი ჯენეზის კუპეთი“ (რომლითაც რისი ფორმულა დრიფტში ასპარეზობს), დისტანცია 11 წუთში და 04.912 წამში გაიარა. სხვათა შორის, ეს ბოლო სთ წელიწადში, მისი პირველი გამოსვლა იყო პაიკს პიკზე. გამარჯვებულს თითქმის 3 წამით ჩამორჩა მისი უახლოესი მეგობარი ჯეფ ცვარტი, რომელმაც „პორშე GT2 RS-ით“ იასპარეზა. რბოლის შემდეგ უფროსმა მილენმა განაცხადა, რომ პაიკსზე მისი შვილის თხოვნით იასპარეზა და ეს ამ დიდ რბოლაში მსიი ბოლო მონაწილეობა იყო.
კლას „4WD ტაიმ ატაკში“ ქალმა - ტექსასელმა ბრიან კორნმა გაიმარჯვა, რომელმაც „სუბარუ იმპრეზა WRX STI-ით“ იასპარეზა. ძნელი სათქმელია, მოიგებდა თუ არა, მის ორ მეტოქეს ინციდენტები რომ არ შემთხვეოდათ. სამაგიეროდ, სახელოვანი მიშელ მუტოინის შემდეგ ის მეორე ქალი მრბოლია, ვინც პაიკს პიკზე თავის კლასში მოიგო. ფრანგმა პილოტმა ეს 1984 წელს შეძლო.
დაბოლოს, პაიკს პიკზე 37-ედ იასპარეზა 63 წლის რენდი შრანცმა (კობრა), ვინც ამით ლუი ანსერის რეკორდი (36 სტარტი) გააუმჯობესა. უფრო მეტიც, კლას „ოუპენში“ მან გამარჯვებაც კი მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ პაიკს პიკის 89-ე რბოლა ბოლოა, რომელიც შერეულ გზის საფარზე ჩატარდა. მომავალი სეზონიდან, დისტანციაზე აღარ იქნება გრუნტიანი საფარი, რაც რბოლას განსაკუთრებით ართულებდა. ასფალტზე კი სიჩქარეები აუცილებლად გაიზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ „მონსტრი“ ტაძიმას რეკორდი მალე დაემხობა...

No comments:

Post a Comment