Sunday, June 12, 2011

თხევადი საწვავი ელექტრომობილებისთვის

MIT students develop liquid fuel for electric cars
11 ივნისი
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სტუდენტებმა, ახალი მეთოდ შეიმუშავეს, რომელიც ელექტრომობილების მთავარი პრობლემის გადაწყვეტას - სვლის სიშორის გაზრდას გვპირდება. ლითიუმის, ან ნიკელის ნაცვლად, ისინი ენერგიის შესანახად ნახევრად მყარ ნივთიერებას იყენებენ.

მათს მიერ შემუშავებულ სისტემაში, დამუხტული ნაწილაკები ელექტროლიტშია თავმოყრილი. მოწყობილობა ორი ნაწილისგან შედგება, რომელთაგან ერთი ენერგიის შესანახად, მეორე კი დასახარჯად გამოიყენება. ელექტროლიტი სწორედ ამ ნაწილებშია ჩასხმული. ჯერჯერობით დაკონკრეტებული არაა ელემენტის მუშაობის პრინციპი.
თუმცა, გამოცხადდა, რომ ასეთი ელემენტები, ახლანდელ ლითიუმ-იონურ აკუმულატორებზე დაახლოებით, ათჯერ ეფექტურებია. და რაც უფრო მნიშვნელოვანია, სერიული წარმოების შემთხვევაში, გაცილებით იაფი დაჯდება. საქმეში ჩახედული ექსპერტების გათვლებით, მასაჩუსეტსელთა მიერ შემუშავებული ელემენტები, თანამედროვე აკუმულატორებზე ორჯერ კომპაქტური და იაფი იქნება.
ძალიან კარგი, მაგრამ ამით ახალი ტიპის ელემენტების უპირატესობანი არ ამოიწურება. მათი კიდევ ერთი თვისება ისაა, რომ დასამუხტად მცირე დროც საკმარისია. ამისათვის ელემენტში უნდა გამოიცვალოს ელექტროლიტი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ენერგიის შესავსებად დაახლოებით იმდენივე დროა საჭირო, რამდენიც ჩვეულებრივ ავტომობილში საწვავის ჩასასხმელად. შეადარეთ იმ საათებს, რომლებიც თანამედროვე ელექტრომობილების დამუხტვას სჭირდება.
ახლა მასაჩუსეტსელები მათ მიერ შემუშავებული ელემენტების ტესტირებას აპირებენ. 18 თვეში, საცდელი ელექტრომობილიც მზად იქნება და...

No comments:

Post a Comment