Wednesday, June 15, 2011

„მერსედეს SLC-ს“ „თოლიას ფრთები“ არ ექნება

Mercedes Benz SLC Will Have Up to 500 HP, No Gullwing Doors
15 ივნისი
ინტერნეტით გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „მერსედს ბენცი“ თავისი სპორტული სუპერ ავტომობილის, SLS-ის მომცრო ვერსიას ქმნის. ახალი ავტომობილის სახელად SLC არის შერჩეული და სავარაუდოდ, მას ჩვეულებრივი კარები ექნება და არა ეგრეთ „თოლიას ფრთები“, როგორც SLS-ს.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, ახალი ავტომობილით, სამქიმიანები შტუტგარტელ მეზობელ „პორშეს“ 911-ს გაუწევენ კონკურენციას. ამისათვის კი მათ არა ზორბა V8 ძრავი აქვთ შერჩეული, არამედ გაცილებით კომპაქტური V6, რომელსაც ორი ტურბოკომპრესორი მოემსახურება და რომლის სიმძლავრეც (მოდიიკაციის შესაბამისად), 350-500 ცხენის ძალას შორის იქნება.
911-სგან განსხვავებით, რომელსაც ძრავი უკან აქვს განლაგებული, ახალ ორადგილიან „მერსედესს“ ძრავს წინ, ბაზაში ჩაუდგამენ (როგორც SLS-ზე) და ის თავის მამოძრავებელ ძალას უკანა წამყვან ბორბლებს მიაწვდის. რა თქმა უნდა, ჯერჯერობით უცნობია ამ აგრეგატის მახასიათებლები.
არც ისაა ცნობილი, თუ როდს გამოჩნდება ბაზარზე ახალი სპორტული „მერსედესი“. გერმანულ პრესაში ვარაუდობენ, რომ თუ ეს ავტომობილი SLS-ის ბაზაზე აიგება, მაშინ მის დებიუტს 2014 წელს უნდა ველოდოთ. მაგრამ თუ სამქიმიანები ახალ ავტომობილს SLS-ის შემცვლელად მოიაზრებენ, მაშინ CLS-ის გამოჩენა ორი წლით დაიგვიანებს. ნებისმიერ შემთხვევაში, მის შემუშავებაში, „მერსედესის“ ინჟინრების გარდა, გერმანული კომპანიის შვილობილი AMG-ს, სპორტული ავტომობილების შემუშავებაზე დახელოვნებული სპეციალისტებიც მიიღებენ მონაწილეობას.
ახალი ავტომობილის საბაზო, 350-ცხენისძალიანი ვერსიის სავარაუდო ფასი 100 000 ევრო იქნება.

No comments:

Post a Comment