Ford Fiesta Reaches 35th Birthday With 15 Million Cars Produced
30 ივლისი
35 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რაც „ფორდმა“ თავის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელის - სუბკომპაქტურ ჰეჩბეკ „ფიესტას“ წარმოება დაიწყო. პირველი „ფიესტა“ ამერიკული კომპანიის ვალენსიას (ესპანეთი) ქარხანამ 1976 წელს გამოუშვა და ეს იყო პასუხი პირველი სანავთობო კრიზისისადმი, რომელსაც საწვავზე ფასების არნახული გაძვირება მოჰყვა.
ეკონომიური ავტომობილი მაშინვე პოპულარული გახდა. იმდენად პოპულარული, რომ მას შემდეგ, „ფორდმა“ 15 მილიონი გამოუშვა. ამ პერიოდში, სულ ექვსი თაობის „ფიესტას“ წარმოება მოესწრო, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტომობილი ძალიან პოპულარულია და ამის წყალობით, ბაზარზე დიდხანს რჩება.
„ფიესტა“ დღესაც ძალიან პოპულარულია. მე-15-მილიონე ეგზემპლარმა კონვეიერი ივლისში დატოვა. ახლანდელი მოდიფიკაცია ალბათ ყველაზე პოპულარულია. თუ ყველაზე პოპულარული არა, ყველაზე დახვეწილი გარეგნობა მაინც აქვს, რასაც კონკურენტებიც კი აღიარებენ.
მე-6 თაობის „ფიესტა“ ბაზარზე 28 თვის წინ გამოვიდა და უკვე მილიონი ცალი გაიყიდა. ის იმდენად ეკონომიურია, რომ ამ მხრივ, ჰიბრიდულ მოდელებსაც კი უწევს კონკურენციას. მისი სპეციალური ვერსია კი რალის მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით ასპარეზობს.
დაბოლოს, „ფიესტას“ ისევ უშვებს ვალენსიას ქარხანა. გარდა ამისა, ამ ავტომობილს კიოლნის (გერმანია), ნანძინის (ჩინთი), რაიონგის (ტაილანდი) და კუაუტიტლანის (მექსიკა) ქარხნებიც აწარმოებენ.
No comments:
Post a Comment