Bowler to make hot SUV
30 ივლისი
სარბოლი ავტომობილების მწარმოებელმა ბრიტანულმა კომპანია „ბოულერმა“ გადაწყვიტა, რომ თავისი სარბოლი მანქანების სამოქალაქო ვერსიებიც აწარმოოს და ბაზარზე გამოიტანოს. ეს ინფორმაცია, ბრიტანულ ჟურნალ „ავტოქართან“ საუბრისას, კომპანიის მმართველმა დირექტორმა სტივ ჰეივუდმა დაადასტურა.
ჰეივუდი ერთ დროს „ლენდ როვერის“ მთავარი ინჟინერი იყო და „რეინჯ როვერის“ ბოლო თაობის მოდელების შემუშავებას ხელმძღვანელობდა. ჟურნალის რეპორტიორთან საუბრისას მან განაცხადა, რომ ამჟამად, კომპანიის მთავარი ამოცანა, უგზოობის სარბოლი ავტომობილის მეოთხე თაობის მოდელის შემუშავებაა, რის შემდეგაც, საინჟინრო შტაბი, ამ ავტომობილის სამოქალაქო ვერსიაზე მუშაობას დაიწყებს.
„ბოულერის“ საგზაო ვერსია „რეინჯ როვერ სპორტის“ სარბოლ ვერსიაზე იქნება ბაზირებული. მისი საბაზო ღირებულება კი 150 000 გირვანქა სტერლინგს მიაღწევს. რაც მთავარია, პარტნიორი კომპანიის გეგმებს არ ეწინააღმდეგება „ლენდ როვერი“. პირიქით, ეს კომპანია მზადაა, „ბოულერს“ ტექნოლოგიური დახმარებაც კი გაუწიოს. „ლენდ როვერში“ იმედოვნებენ, რომ „ბოულერის“ საგზაო ავტომობილი უმაღლესი დონისა იქნება. ამასთან, ამ კომპანიას ისინი კონკურენტად არ მოიაზრებენ.
„ჩვენ კარგი შესაძლებლობები გვაქვს. წლების განმავლობაში, ჩვენს არაერთ კლიენტს გამოუთქვამს სურვილი, რომ სარბოლი „ბოულერის“ საგზაო ვერსიაც შეეძინათ. რა თქმა უნდა, ჩვენ ასეთი ავტმობილების შემუშავებისას, არ ვიჩქარებთ, რათა საბედისწერო შეცდომები არ დავუშვათ. რაც მთავარია, კლიენტების სურვილებს მაქსიმალურად გავითვალისწინებთ“, - ამბობს ჰეივუდი.
კომპანია „ბოულერი“ ჰოლდინგურ კომპანია CPP-ს ეკუთვნის, რომელიც კონცეპტუალური პროტოტიპების წარმოებაზეა სპეციალიზებული. იგივე ჰოლდინგი ასევე ჰოლანდიურ კომპანია „სპაიკერსაც“ ფლობს და დიზაინ-ატელიე „ძაგატოს“ შეძენასაც აპირებს.
„ბოულერი“ წლიურად მხილოდ 15-20 ცალ სარბოლ ავტომობილს ამზადებს, რომლებიც რალი რეიდებში მონაწილეობენ. კომპანიის მარკეტოლოგები ვარაუდობენ, რომ მათს საგზაო ავტომობილს წლიურად 200-მდე მუშტარი ეყოლება.
No comments:
Post a Comment