Pirelli expects three stops in Hungary
30 ივლისი
„პირელი“ ვარაუდობს, რომ უნგრეთის დიდ პრიზზე, პილოტების უმეტესობა სამ პიტსტოპიანი სტრატეგიით იასპარეზებს. თუმცა, ბევრი რამ ამინდზე იქნება დამოკიდებული - ძლიერი სიცხის შემთხვევაში, ბევრმა შეიძლება საბურავები ოთხჯერაც კი შეცვალოს.
თავისუფალი პრაქტიკების დროს გამოვლინდა, რომ სუპერ რბილი და რბილი საბურავებით რბოლისას, წრის გავლის დროებს შორის სხვაოვა დაახლოებით 0.8 წამია უფრო რბილის სასარგებლოდ. თუმცა, ასეთი რეზინი ძალიან სწრაფად ცვდება, რის გამოც, პილოტები დისტანციის დიდ ნაწილს რბილი საბურავებით გაივლიან.
„ისე ეტყობა, რომ უმეტესობა სამსტოპიან სტრატეგიას აირჩევს. ჩვენი გათვლებით, რბილი საბურავები 24 წრისთვის იქნება საკმარისი, სუპერ რბილები კი ალბათ 14 წრეს გაუძლებენ. მაგრამ ეს მონაცემები მკვეთრად შეიცვლება, თუ ტემპერატურა გაიზრდება. ჩემი აზრით, კვალიფიკაციას ყველა სუპერ რბილით გაივლის, ამავე რეზინით დაიწყებენ რბოლასაც და მერე ყველა რბილებზე გადავა“, - ამბობს „პირელის“ მოტორსპორტის განყოფილების დირექტორი პოლ ჰემბრი.
ის დასძენს, რომ მოწინავე სამი გუნდის მანქანები საბურავებს დაახლოებით ერთნაირი ინტენსივობით ცვეთს. ამიტომ, მათი სტრატეგიებიც დაახლოებით ერთნაირი უნდა იყოს. თუმცა, არც განსხვავებულ სცენარებს გამორიცხავს.
„მდევრები ლიდერებს ძალიან მიუახლოვდნენ. მათ შორის განსხვავება მცირდება და ეს ისეთ ტრასებზე, როგორიც ჰუნგარორინგია, აშკარად ჩანს. ნურბურგრინგის ასფალტი გაცილებით გლუვი ზედაპირით გამოირჩევა, რასაც ვერ ვიტყვით ბუდაპეშტის ტრასაზე. მაგრამ ორივეგან, ტოპ გუნდების მანქანები საბურავებს პრაქტიკულად ერთნაირი ინტენსივობით ცვეთენ“, - დასძენს ჰემბრი.
No comments:
Post a Comment