LA Lakers Player Could Buy HRT
30 ივლისი
„ისპანია რეისინგი“ ახლახანს ესპანურმა საინვესტიციო კომპანია „თესან კპიტალმა“ შეიძინა, თუმცა ამის შემდეგაც. პადოკში ხშირად ლაპარაკობენ იმაზე, რომ ესპანურ გუნდს მფლობელი მალე ისევ შეეცვლება. ყოველ შემთხვევაში, ამ თემაზე ესპანურ პრესაში ბევრს წერენ.
მაგალითად, ახლახანს გაზეთებმა „ას-მა“ და „ელ ეკონომისტამ“ გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ისპანია რეისინგის“ შეძენას, ესპანეთის საკალათბურთო ნაკრებისა და ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის გუნდ „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ვარსკვლავი პაუ გასოლი აპირებს.
გასოლი ამჟამადაც „ისპანიას“ აქციების მცირე პაკეტის მფლობელია. ამასთან, „თესანთან“ აქვს გარიგება, რომლის თანახმადაც, თუ ეს კომპანია „ისპანიას“ გაყიდვას გადაწყვეტს, პირველ რიგში, თავისი წილი სწორედ კალათბურთელს უნდა შესთავაზოს.
ეს გაზეთები იმასაც წერენ, რომ „თესანს“ „ისპანიას“ შეძენის ხელშეკრულება ჯერ ბოლომდე გაფორმებულიც არ აქვს. გუნდი კი 48 მილიონი ევრო ღირს. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გასოლს გვერდში ორი ძლიერი პარტნიორი ჰყავს. ერთია სამენეჯერო კომპანია „ვასერმან მედია გრუპი“, რომელიც გასოლის საქმეებს ნბა-ში განაგებს. მეორე კი ჩინური კომპანია „ერდოსია“. არსებობს ვარაუდი, რომ გასოლი ამ ორიდან სწორედ ერთ-ერთის ინტერესებს გამოხატავს და არა საკუთარს.
No comments:
Post a Comment