Saturday, July 30, 2011

ლოებმა მეორედ მოიგო ფინეთის რალი

Loeb wins in Finland for the second time
30 ივლისი

მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის, ფრანგი სებასტიან ლოების გამარჯვებით დასრულდა რალის მსოფლიო ჩემპიონტის მეცხრე ეტაპი - ფინეთის რალი, რომლის ფინიშზეც, მან მხოლოდ 8 წამით მიასწრო ფინელ იარი-მატი ლატვალას. მესამე ადგილზე კი ლოების თანაგუნდელი და თანამემამულე სებასტიან ოჟიე გავიდა.

ლოებმა ფინური რალი, რომელიც ასევე ათასი ტბის რალის სახელითაცაა ცნობილი, მეორედ მოიგო. ამასთან, ის პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი არასკანდინავიელი მრბოლია, რომელმაც ამ რბოლის მოგება შეძლო. ამ გამარჯვებით, მას 171 ქულა დაუგროვდა და ჩემპიონატის ლიდერის პოზიცია კიდევ უფრო გაიმყარა. ფინური ეტაპის შემდეგ, მას 27 ქულით ჩამორჩება ფინელი მიკო ჰირვონენი, ვინც საშინაო რბოლაში მეოთხე ადგილს დასჯერდა.
„ჩემი გამოსვლით ძალიან კმაყოფილი ვარ. სამივე დღის განმავლობაში, გზის გაკვალვა მე მიწევდა და ლიდერობა მაინც ბოლომდე შევინარჩუნე. ეს შესანიშნავი შედეგია“, - ნარბოლევს განაცხადა ლოებმა.
ჰირვონენისთვის რბოლა უიღბლოდ დაიწყო - პირველივე დღეს ის ხეს დაეჯახა. სამაგიეროდ, მესამე დღეს მან თავი გაიგიჟა და 11-დან 8 სპეცმონაკვეთი მოიგო. დამატებითი სამი ქულა კი მან ბოლო, ლაიაავურის სუპერ სპეცმონაკვეთის მოგებისთვის დაიმსახურა.
მესამე დღე მეორე პოზიციაზე დაიწყო ოჟიემ, მაგრამ მერე ბორბალი დაუზიანდა, რისი წყალობითაც, მას ლატვალამ გადაასწრო. ამან კი ნარბოლევს დაიჩივლა, მეტისმეტად გვიან გამოვფხიზლდი და მოგებაც ამიტომ ვერ შევძელიო. სხვათა შორის, ლატვალამ ფინური რბოლა შარშნა მოიგო.
რბოლას ორივე „მინი“ გამოეთიშა. მათ რადიატორები ქვიშით და ჭუჭყით გაევსოთ, რამაც ძრავების გადახურება გამოიწვია...

1000 ტბის რალის შედეგები
1. სებასტიან ლოები (საფრანგეთი, სიტროენი)          2:39:37.000
2. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფორდი)                  +00:08.100
3. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, სიტროენი)              00:12.800
4. მიკო ჰირვონენი (ფინეთი, ფორდი)                          01:09.100
5. პეტერ სოლბერგი (ნორვეგია, სიტროენი)                01:16.200
6. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, ფორდი)                        01:27.800
7. ჰენინგ სოლბერგი (ნორვეგია, ფორდი)                    03:25.500
8. მეტიუ უილსონი (ბრიტანეთი, ფორდი)                  03:53.200
9. კიმი რაიკონენი (ფინეთი, სიტროენი)                      03:59.800
10. იუჰო ჰაენინენი (ფინეთი, შკოდა)                           05:13.700


მრბოლთა კლასიფიკაცია
1. სებასტიან ლოები - 171 ქულა; 2. მიკო ჰირვონენი - 144; 3. სებასტიან ოჟიე - 140; 4. იარი-მატი ლატვალა - 96; 5. პეტერ სოლბერგი - 83; 6. მადს ოსტბერგი - 56; 7. მეტიუ უილსონი - 40; 8. კიმი რაიკონენი - 26; 9. ჰენინგ სოლბერგი - 26; 10. ფედერიკო ვილაგრა (არგენტინა, ფორდი) - 20...

კონსტრუქტორთა პირველობა
1. სიტროენ ტოტალ WRT - 290 ქულა; 2. ფორდ აბუ დაბი WRT - 225; 3. M-შპორტ შტობარტ ფორდ WRT - 101; 4. პეტერ სოლბერგ WRT - 71; 5. აის 1 რეისინგი - 38; 6. მუნჩი’ს ფორდ WRT - 32; 7. ტიმ აბუ დაბი - 20; 8. ფერმ პაუერტულზ WRT - 16; 9. მონსტერ WRT - 8; 10. ბრაზილ WRT - 1...

No comments:

Post a Comment