Sunday, July 31, 2011

გუნდებს ახალი კალენდარი არ მოსწონთ


Formula 1 teams want rethink on revised 2012 calendar
31 ივლისი
ფორმულა ერთის გუნდები ბერნი ეკლსტოუნისთვის ერთობლივ მიმართვას აპირებენ, რისი მიზანიც, ფ1-ის პრომოუტერის მიერ შედგენილი, მომავალი სეზონის კალენდრის განრიგის შეცვლაა. გუნდებს აშფოთებთ ის ფაქტი, რომ ამ კალენდრის მიხედვით, სეზონის ბოლო რბოლები მოკლე დროში უნდა ჩატარდეს, რაც ლოგისტიკურ პრობლემებს შექმნის.

ბერნიმ მნიშვნელოვნად გადააკეთა FIA-ს (საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის) მიერ შედგენილი კალენდარი და იქიდან თურქული ეტაპი ამოიღო. ამასთან, სეზონის ბოლოსთვის გადაიტანა ბაჰრეინისა და აშშ-ის დიდი პრიზები. რაც მთავარია, სამჯერ რბოლები ერთკვირიანი ინტერვალით უნდა ჩატარდეს.
ბერნის კალენდარში, ბოლო 7 ეტაპი 10 უიკენდზეა გაწერილი. ერთკვირიანი ინტერვალი იაპონიისა და კორეის, აბუ დაბისა და ბაჰრეინის, ასევე აშშ-ისა და ბრაზილიის ეტაპებს აშორებს. ამ წყვილების შუალედებში კი გუნდებს კონტინენტიდან კონტინენტზე მოუწევთ თავიანთი ტექნიკის ტარება.
„რენოს“ შეფმა ერიკ ბუიემ ბუდაპეშტში განაცხადა, რომ გუნდები ეკლსტოუნს მიმართვას გაუგზავნიან, რომლითაც კალენდრის ძირეულ გადაკეთებას მოითხოვენ. მას არ დაუზუსტებია, თუ კონკრეტულად რას ითხოვენ გუნდები, თუმცა დასძინა, რომ მიმართვა შედგენილია.
„მიმართვაში ზოგიერთი იდეა წამოვაყენეთ. რა თქმა უნდა, კალენდრის საბოლოო ვარიანტის შედგენა ჩვენი საქმე არაა, მაგრამ ჩვენი აზრი გასათვალისწინებელია და ახლა გვაქვს იმის საშუალება, რომ ეს აზრი მათ მივაწოდოთ, ვისაც ეს საქმე ევალება.
მას ეთანხმება „მაკლარენის“ შეფი მარტინ უიტმარში, ვინც დარწმუნებულია, რომ კალენდარი ისევ გადაკეთდება. „ასე რომ, სანამ კალენდრის საბოლოო ვარიანტი გვექნება, მასზე წინასწარ წუწუნი არც ღირს“.

No comments:

Post a Comment