Tuesday, August 2, 2011

„ჰიუნდაიმ“ ამერიკაში მემილიონე „სონატა“ გამოუშვა

Hyundai Celebrates Its Millionth Sonata Produced in Montgomery
2 აგვისტო
„ჰიუნდაი სონატა“ ძალიან პოპულარულია არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოშიც და განსაკუთრებით, ამერიკაში, სადაც ბოლო ორი თვეა, ბიზნეს კლასის სედანების კლასის ისეთ ლიდერსაც კი აჯობა, როგორიც „ტოიოტა ქემრია“. ახლახანს, კორეული კომპანიის ამერიკულმა ქარხანამ, რომელიც შტატ ალაბამას ქალაქ მონტგომერიში მუშაობს, მემილიონე „სონატა“ გამოუშვა.

საიუბილეო ავტომობილია 2012 სამოდელო წლის 2.0-ლიტრიანი ტურბოძრავიანი „სონატა“, რომელიც ვერცხლისფრადაა შეღებილი. რა თქმა უნდა, ღირსშესანიშნავი მომენტი - კონვეიერიდან მემილიონე „სონატას“ ჩამოდვლა, საზეიმო ცერემონიით აღინიშნა. ცერემონიას, მონტგომერის ქარხნის თანამშრომლების გარდა, ქარხნის პრეზიდენტი და მტავარი აღმასრულებელი, იუნ დეუკ ლიმი დაესწრო, რომელმაც მანქანა ხარისხის შემოწმების ხაზზე თავად გაიყვანა.
„ვამაყობ ყველაფრით, რასაც ჩვენმა ქარხანამ ექვსი წლის განმავლობაში მიაღწია. ორი წლის წინ, ჩვენ მემილიონე ავტომობილი გამოვუშვით, შარშან 300 000-ზე მეტი მანქანა დავამზადეთ, ახლა კი მემილიონე „სონატა“ გამოვუშვით. ეს მიღწევები გვეუბნება, რომ ჩვენს ქარხანაში „ჰიუნდაისეული“ სულისკვეთება სუფევს. ჩვენ მზად ვართ, მივაღწიოთ ნებისმიერ მიზანს, რომელსაც დავისახავთ“, - საზეიმო ცერემონიაზე განაცხადა იუნ დეუკ ლიმმა.
მონტგომერის ქარხნის სრული წლიური სიმძლავრე 300 000 ავტომობილია და ამ ზღვარზე ის უკვე ზედიზედ ორი წელია, მუშაობს. ამის მთავარი მიზეზი კი სწორედ „სონატას“ პოპულარობაა.

No comments:

Post a Comment