Tuesday, August 2, 2011

„ფერარის“ შეფი მერ გამარჯვებას ელის

Ferrari boss Montezemolo expects more wins this year
2 აგვისტო
„ფერარის“ პრეზიდენტი ლუკა დი მონტეძემოლო ამბობს, რომ მისი კომპანიის საბრძოლო სულისკვეთება, სეზონის დასაწყისთან შედარებით, არნახულად გაიზარდა. ისევე როგორც შარშან, მარანელოელებმა შუა სეზონიდან მნიშვნელოვნად გააუმჯობესეს შედეგები - ბრიტანეთში ალონსოს გამარჯვების გარდა, მათ (ისევ ალონსომ) ვალენსიასა და გერმანიაში მეორე ადგილები დაიკავეს, უნგრეთში კი - მესამე.

დი მონტეძემოლო დარწმუნებულია, რომ სეზონის მეორე ნახევარში, მისი გუნდი ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე გახდება და რბოლებსაც მოიგებს. თუმცა, არაფერს ამბობს მარანელოელთა საჩემპიონო ამბიციებზე:
„ჩვენთვის სეზონი ძალიან ძნელად დაიწყო, მაგრამ ახლა გუნდს თავდაჯერება დაუბრუნდა. დომენიკალი და მისი გუნდი ძალიან მონდომებულია და საქმეზე მობილიზებული. ჩვენ გვჯერა, რომ სეზონის მეორე ნახევარში, ჩვენ ჩემპიონატში ერთ-ერთ მთავარ როლს შევასრულებთ. უფრო მეტიც, გამარჯვებებსაც მოვიპოვებთ. ეს რწმენა კი სილვერსტოუნზე მოპოვებული მეტად მნიშვნელოვანი და ისტორიული გამარჯვების შემდეგ დაგვიბრუნდა“.
დი მონტეძემოლო გუნდის შეფ სტეფანო დომენიკალის და გუნდის ტექნიკურ ხელმძღვანელობას შეხვდა და ყველამ ერთად, მომავალი სეზონის მანქანის კონსტრუქციის ძირითადი ასპექტები განიხილეს. ამავე შეხვედრაზე, გუნდის სამომავლო გეგმებზე და ახალ ტექნიკურ რეგლამენტთან ადაპტაციაზე ილაპარაკეს. რა თქმა უნდა, საუბრის დეტალები არ გახმაურებულა.

No comments:

Post a Comment