Tuesday, August 2, 2011

აღმოაჩინეთ ახალი „ლამბორგინი“ ფრანკფურტში

Lamborghini Frankfurt Motor Show Invitation Hints at New Supercar Model
2 აგვისტო
„ლამბორგინი“ ფრანკფურტის მოტორ შოუზე გვიწვევს და გვპირდება, რომ იქ თავის მორიგ სიახლეს გვიჩვენებს. რა სიახლეა, ამას არ აკონკრეტებს, „მის შესახებ“ კი ჯერ მხოლოდ ამ ფოტოზე ასახული ტიზერი გამოაქვეყნა, რომელზეც ახალი ავტომობილის მიერ დატოვილი კვალია აღბეჭდილი.

მაინც, რა სიახლე მოუმზადა ავტოგურმანებს იტალიურმა კომპანიამ, რომელმაც შარშანაც ასე დაიწყო ტიზერების გავრცელება პარიზის შოუს წინ და მერე კონცეპტუალური „სესტო ელემენტო“ გვიჩვენა. მაშინ ყველა „მურსიელაგოს“ შემცვლელ „ავენტადორს“ ელოდა (სახელი დაუზუსტებელი იყო), მაგრამ რევოლუციური „მეექვსე“ ელემენტი გვიჩვენა, რომელსაც მოგვიანებით „ავენტადორიც“ მოაყოლა.
ახლაც მსგავსი სიტუაციაა - ბაზარი „გალიარდოს“ შემცვლელს ელის, მაგრამ არაა გამორიცხული, სულ სხვა რამ შეგვრჩეს ხელში. მაგალითად, ის ავტომობილი, რომელზეც ორიოდ თვის წინ, კომპანიის შეფმა შტეფან ვინკელმანმა განაცხადა. მისი თქმით, ახალი სუპერ ავტომობილი, ყოველდღიური ხმარებისთვისაც ვარგისი იქნება. ამ ავტომობილის მეშვეობით კი, „ლამბორგინი“ ახალი კლიენტების მიზიდვას აპირებს, ისეთებისას, ვისთვისაც ეს პირველი „ლამბო“ იქნება, რომელსაც შემდგომში სხვებიც მოჰყვება.
მაგრამ არსებობს ინფორმაცია, რომლის შესაბამისადაც, ასეთი „ყოველდღიურად“ სახმარი „ლამბო“ ბაზარზე რამდენიმე წლის შემდეგ გამოჩნდება. მაშ, რას უნდა ველოდოთ ფრანკფურტში? ალბათ მაინც „გალიარდოს“ შემცვლელს, რომელსაც „კაბრერა“ აქვს შერჩეული. არაა გამორიცხული, რომ სიახლე „ავენტადორის“ ღია ვერსია იყოს, ან „სესტო ელემენტოს“ შემსუბუქებული და გაძლიერებული ვერსია. ან იქნებ, სანტა’აგატა ბოლონეზელები თავიანთი სედანით, ან უგზოობის მოდელით გაოცებას გვიპირებენ?

No comments:

Post a Comment