Sunday, August 7, 2011

„მერსედესი“ „ფერარის“ ყოფილი შეფის გადაბირებას ცდილობს

Mercedes Targets Ex-Ferrari Chief Costa
7 აგვისტო
„მერსედესის“ გუნდი „ფერარიდან“ ახლახანს წამოსული ალდო კოსტას გადაბირებას აპირებს, ადამიანისა, რომელიც ახლახანს იტალიური გუნდის ტექნიკური დირექტორი იყო, მაგრამ მანქანის კონსტრუირების კონსერვატიული მეთოდბი დაუწუნეს და ჩამოაქვეითეს. მერე კი, თავად ისურვა „სკუდერიას“ დატოვება.

მართალია, კოსტამ „ფერარი“ დატოვა, მაგრამ სხვა გუნდში ამ სეზონის ბოლომდე ვერ გადავა, რადგან მარანელოელებთან მისი კონტრაქტი სწორედ ჩემპიონატის დასრულების შემდეგ იწურება. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მანამდე ხელებჩამოშვებული უნდა იჯდეს.
არც ზის - როგორც იტალიური გამოცემა „ავტოსპრინტი“ იუწყება, მასთან მოლაპარაკება დაუწყია „ფერარის“ კიდევ ერთ ყოფილ ტექნიკურ დირექტორ როს ბრაუნს, ვინც ამჯერად, ამავე პოსტზე „მერსედესში“ მუშაობს. ბრაუნმა კარგად იცის კოსტას შესაძლებლობები და მიაჩნია, რომ მისი გადაბირებით, სამქიმიანები სწრაფად პროგრესირებას შეძლებენ.
სხვათა შორის, მარანელოდან კოსტას წამოსვლა იმ პერიოდს დაემთხვა, როდსაც „მერსედესმა“ თავისი შტატის გაზრდაზე ზრუნვა დაიწყო. ბრაუნი დიდი ხანია წუწუნებს, რომ მისი საჯინიბოს შტატი რიცხოვნობით ახლოსაც ვერ მივა სამი უძლიერესი გუნდის შტატთან.
„ავტოსპრინტის“ ინფორმაციით, ნურბურგრინგზე რბოლის დღეებში, ბრაუნი ამ თემაზე „დაიმლერის“ აღმასრულებელ დიტერ ცეტშეს ესაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ გუნდი სწორედ შტატის სიმცირის გამო ვერ ახერხებს მოწინავე სამეულთან ტოლსწორად პაექრობას. ამის პასუხად, ცეტშემ შტატის გაზრდა დაავალა...

No comments:

Post a Comment