Friday, September 16, 2011

B-კლასი დიდი მანქანის ფუნქციებით

ფუტურისტული და არაამქვეყნიური F125!-სგან განსხვავებით, B-კლასი წარმოებისთვის უკვე მზადაა და მასზე სამქიმიანები დიდ იმედებს ამყარებენ. პრეზენტაციაზე ხაზგასმით ითქვა, რომ ამ ავტომობილის აეროდინამიკა (წინააღმდეგობის კოეფიციენტი 0.26) თავის კლასში ახალ სტანდარტს დაუდებს დასაბამს.
ავტომობილი საწვავის უშუალოდ წვის კამერაში შეფრქვევის სისტემით აღჭურვილ ბენზინის ორ ძრავს მიიღებს. აღსანიშნავია, რომ ამგვარ ტექნოლოგიას B-კლასის სეგმენტში პირველად იყენებენ. B180-ის 1.6-ლიტრიანი ძრავის სიმძლავრე 122 ცხენის ძალა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 200 ნიუტონმეტრია, B200-ის შემთხვევაში კი იმავე არქიტექტურის აგრეგატი 156 ცხენის ძალას და 250 ნმ-ს იძლევა.
რაც შეეხება დიზელის აგრეგატებს, ასეთიც ორია. ორივე 1.8-ლიტრიანია და ტურბოკომპრესორითაა აღჭურვილი. მოდელი B180 CDI 109-ცხენისძალიანი (250 ნმ) ვერსიით აღიჭურვება, B200 CDI კი - 136-ცხენისძალიანით (300 ნმ). ძრავებს ან 7-საფეხურიანი ავტომატური კოლოფი (7G-DST) შეუწყვილდბა, ან 6-საფეხურიანი მექანიკური.

No comments:

Post a Comment