Friday, September 16, 2011

”შკოდას” L მისია

ფრანკფურტშიც კი, ამ ავტომობილის ტექნიკური ნიუანსები არ გამოქვეყნებულა. სამაგიეროდ ცნობილია, რომ ეს სედანი ”ფოლკსვაგენ პოლოს” სედანისძარიანი ვარიანტის ჩეხური ანალოგია და ის ”შკოდას” გამაში, ”ფაბიასა” და ”ოქტავიას” შორის დაიკავებს ადგილს. ამასთან, ის ხელმისაწვდომ ფასში გაიყიდება.
”მიშნ L” ჩეხური კომპანიის ახალ კორპორატიულ სტილშია შესრულებული. ”შკოდაში” იმედოვნებენ, რომ ამ სტილით, ისინი უფრო მეტ ახალგაზრდა მყიდველს მიიზიდავენ. ამასთან, ეს მანქანა პირველ რიგში, განვითარებადი ქვეყნების ბაზრებზეა ორიენტირებული. ამის ნიშნად, ის პირველად ინდურ ბაზარზე გამოჩნდება და შემდეგ მას ევროპელი და ჩინელი დილერებიც მიიღებენ.
”შკოდას” აქვს გეგმა, რომლის მიხედვითაც, კომპანიამ 2018 წელს 1.5 მილიონი ავტომობილი უნდა გაჰყიდოს. ამ გეგმის შესასრულებლად კი რამდენიმე ახალი ავტომობილის გამოშვება იგეგმება. მათ შორის კი პირველი სწორედ ფრანკფურტული დებიუტანტი იქნება.

No comments:

Post a Comment