Friday, September 16, 2011

”აუდი ურბან კონცეპტ” - ასეთი ჯერ არაფერი გინახავთ


ეს პატარა და ორიგინალური ავტომობილი, რომელიც მომავალი ურბანული გადაადგილების პირველი მერცხალია, გერმანულმა კომპანიამ დახურული და ღია ძარით დაამზადა და ფრანკფურტის შოუს გახსნამდე ერთი დღით ადრე უჩვენა პრესას და საზოგადოებას, შოუზე მხოლოდ ღია ვერსია - სპაიდერი გამოფინა. არავის ეგონოს, რომ კუპესთვის პავილიონში ადგილი ვერ გამოიძებნა. ”ფოლკსვაგენის” დარად, ”აუდიმაც” შოუსთვის სპეციალურად ააგო უზარმაზარი პავილიონი, სადაც მსურველებს, ტესტდრაივში მონაწილეობაც კი შეეძლოთ.


თუმცა, მთავარი ის კი არაა, რომ გამოფენის პირველ დღეებში, მხოლოდ ღია ”ურბანის” ნახვა შეიძლებოდა. მთავარი ისაა, რომ შესაძლოა, ამ მანქანით ავტოინდუსტრიის ისტორიაში ახალი ერა - ინდივიდუალური ტრანსპორტის ერა დაიწყოს. და რა თქმა უნდა, ვიღას გაუკვირდება, თუ ვიტყვით, რომ ”ურბანი” ელექტრომობილია, რომელიც სისტემა e-ტრონით და ორი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომლის წყალობითაც, 1+1-ადგილიან ავტომობილს საკმაოდ კარგი ტემპერამენტი აქვს. ამაში კი მას ის ფაქტიც ეხმარება, რომ კარბონის კომპიზიტით დამზადებული ძარა აქვს და ძალიან მსუბუქია - 454 კილოგრამს იწონის.

No comments:

Post a Comment