Friday, September 16, 2011

”მაზდა CX-5” ბესტსელერობისთვის ემზადება

მათთვის, ვისაც ”მაზდას” მიერ ჟენევის ავტო შოუზე წარდგენილი კონცეპტუალური ქროსოვერი ”მინაგი” მოეწონა, იაპონურმა კომპანიამ საფრანკფურტოდ შესანიშნავი სიურპრიზი მოამზადა, სახელად CX-5. აქ შესაძლოა, სიტყვა სიურპრიზი უადგილოც იყო - ამ ავტომობილის სატესტო ვერსია კამუფლირებულ ფორმაში არაერთხელ გამოჩნდა ინტერნეტში და ყველამ იცოდა, რომ ის კონვეიერზე დასადგომად ემზადებოდა. მაგრამ ასეთი ელეგანტური თუ იქნებოდა...


მოკლედ, ეს ავტომობილი ქროსოვერ ”ტრიბუტს” შეცვლის, რომელიც ”ფორდის” რესურსებით იყო შექმნილი და კარგი გაყიდვებით არასდროს გამოირჩეოდა. ავტომობილის საბაზო ვერსია ბენზინის 2.0-ლიტრიანი ძრავითაა (სერია სკაიექტივ) აღჭურვილი. ასევე შესაძლებელი იქნება 2.2-ლიტრიანი დიზელის დაყენებაც.

No comments:

Post a Comment